ფეხბურთი

17:56 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოს" ჩატარების ზუსტი დრო დაადგინეს

„ელ კლასიკოს“ გამართვის ზუსტი დრო ცნობილია. აქამდე მატჩის ჩატარების თარიღი (18 დეკემბერი) ცნობილი იყო, ახლა კი, საათიც დადგინდა.

როგორც ლა ლიგის ვებგვერდი იტყობინება, „ბარსელონა“ – „რეალის“ დაპირისპირება 18 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კატალონიაში შექმნილი არასახარბიელო პოლიტიკური ვითარების გამო, შეხვედრა დეკემბერში გადაიტანეს.

0.117965