ფეხბურთი

2:17 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ივან რაკიტიჩი: "31 წლის ვარ და არა 38-ის"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი უკმაყოფილოა, რომ მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, 38 წლის არაა, რომ კლუბი ისე მოექცეს, როგორც ექცევა:

„მე მესმის და პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. „ბარსელონას“ 5 წლის განმავლობაში ბევრი რამ მივეცი და მინდა ეს გაგრძელედეს. 31 წლის ვარ, 38-ის არა. ვგრძნობ, რომ ისევ შემიძლია საუკეთესო ფორმაში ვიყო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემი შვილი, როდესაც ბურთს ვართმევ, რომ არ ითამაშოს“, - თქვა რაიკიტჩმა.

შეგახსენებთ, რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბალკანელს ყველაზე ხშირად, იტალიურ გუნდებს, „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ უკავშირებენ.

0.117732