ფეხბურთი

0:11 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი ტრავმირებულია

ინგლისური „ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი ტრავმირებულია. აფრიკელი ფეხბურთელი ეგვიპტის ნაკრების შეკრებაზე დაშავდა.

სამედიცინო შემომწებამ აჩვენა, რომ მომოს ტერფის დაზიანება აღენიშნება და ეგვიპტეს აფრიკის თასის შესარჩევ ეტაპზე, კენიასთან და კომორისთან მატჩებში ვერ დაეხმარება. თუმცა, ზუსტი დიაგნოზი ამ ეტაპზე უცნობია.

შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, დაეხმარება თუ არა „ლივერპულს“ გუნდის ლიდერი უახლოეს ორ მატჩში, „კრისტალ პალასთან“ და „ნაპოლისთან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116641