ჩოგბურთი

23:14 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ციბულკოვამ კარიერა დაასრულა

30 წლის სლოვაკმა ჩოგბურთელმა დომინიკა ციბულკოვამ კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დომინიკამ 2017 წელს რეიტინგში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მეოთხე ადგილი დააფიქსირა. ერთეულთა თანრიგში WTA-ის რვა ტიტული მოიგო, მათ შორის 2016 წელს წლის შემაჯამებელი ტურნირი.

დიდი სლემის ტურნირზებზე 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც ჩინელ ნა ლისთან წააგო.

კარირაში 450 შეხვედრა მოიგო და 299 წააგო. დომინიკამ ჩოგბურთის თამაშით 13.7 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

0.118733