„მანჩესტერ სიტისთვის“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და პრემიერლიგაში „ლივერპულს“ 12 ქულით ჩამორჩება. პეპ გვარდიოლას კარიერაში კი, მიმდინარე სეზონის ყველაზე წარუმატებელია.
12 ტურის შემდეგ ესპანელი სპეციალისტის გუნდებისთვის 25 ქულა ყველაზე დაბალი შედეგია. მანამდე, 2016-2017 წლების სეზონში მანჩესტერელებმა 12 ტურში 27 ქულა დააგროვეს და გვარდიოლას ანტირეკორდი ეს იყო, სეზონის ბოლოს კი, მისი გუნდი მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.
გვარდიოლას კარიერული სტატისტიკა ასეთია:
„ბარსელონა“ – 12 ტურის შემდეგ: 29 ქულა (2008-2009)
„ბარსელონა“ – 30 ქულა (2009-2010)
„ბარსელონა“ – 31 ქულა (2010-2011)
„ბარსელონა“ – 28 ქულა (2011-2012)
„ბაიერნი“ – 32 ქულა (2013-2014)
„ბაიერნი“ – 30 ქულა (2014-2015)
„ბაიერნი“ – 34 ქულა (2015-2016)
„მანჩესტერ სიტი“ – 27 ქულა (2016-2017)
„მანჩესტერ სიტი“ – 34 ქულა (2017-2018)
„მანჩესტერ სიტი“ – 32 ქულა (2018-2019)
„მანჩესტერ სიტი“ – 25 ქულა (2019-2020)
აქვე გეტყვით, რომ გვარდიოლას გუნდებმა 10 სეზონიდან რვაჯერ ჩემპიონობა მოიპოვეს. გამონაკლისი მხოლოდ 2011-2012 („ბარსელონაში“ მეორე ადგილი) და 2016-2017 წლების სეზონებია („მანჩესტერ სიტიში“ მესამე ადგილი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეც კაი იღბალაა
ყოჩაღ
მართალი ყოფილა ჟოზე. ეს მანჩესტერი ძლიერებს გაცილებით კარგად ეთამაშება, ვიდრე ნაყარ-ნუყარებს.
ეს სულშერის სისტემური პრობლემაა.დაბალი ბლოკით ურჩევნია თამაში+პოგბას არ ყოფნა და მოედნის ცენტრში არაა ბურთის დამჭერი
ეს ევერტონი ხო, 3 თამაში ზედიზედ წააგეს და ჩელსისთან გაიგიჟა თავი მაინცდამაინც, ვესტ ჰემს 8-9 თამაში არ მოეგო და ჩელსის მოუგო მაგანაც, ყველას ჩელსიზე როგორ უდგ*ბა ხოლმე :დ
5 ქულით მიუახლოვდა მაგანაც არ გადაასწროს ჩელსის რას ამბობ :დ