ფეხბურთი

17:48 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" უპრეცედენტო სასპონსორო ხელშეკრულება

„დინამო ბათუმსა“ და სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენს“ შორის ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც აჭარული გუნდი იტყობინება, ხსენებული კომპანია კლუბში მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც „დინამო ბათუმის“ ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.

მემორანდუმს ხელი დღეს „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და „ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის“ დირექტორმა მაგამად ჩაბიევმა მოაწერეს.

გარდა ამისა, „დინამო“ ჩართული იქნება ხსენებული კომპანიის ახალი პროექტის, 7 Heaven Residence-ის მარკეტინგულ კამპანიაში.

0.11885