ფეხბურთი

16:18 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „უახლოეს ხანში დე ლიხტი მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდება“

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჟურნალისტებს ყოფილი შეგირდის, მატიეს დე ლიხტის შესახებ თავისი აზრი გაუზიარა.

„ყოველთვის ვცდილობ, თვალი ვადევნო ფეხბურთელებს, რომლებსაც ადრე ვწვრთნიდი. ძალიან ამაყი ვარ, როცა ვუცქერ რამდენს მიაღწია დე ლიხტმა „იუვენტუსში“ თამაშის პირველ თვეებში. თამაშიდან თამაშამდე იზრდება. ის უკვე ითვლება ევროპის ერთ-ერთ წამყვან მცველად, მალე კი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იქნება.

არ ღირს წვრილმანებისთვის მისი გაკრიტიკება. ის ყოველდღიურად იძენს გამოცდილებას. მატიესი ხომ ძალიან ახალგაზრდა, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.“ - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს Tuttosport.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „აიაქსიდან“ „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. მისი ტრანსფერი ტურინელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ.

0.114902