ფეხბურთი

13:21 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობიდან მისი გაყვანის შესახებ განცხადება გაავრცელა

„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჩერნოგორიასთან ევრო 2020-ის შესარევი მატჩის წინ, მისი შემადგენლობიდან გაყვანის შემდეგ, საკუთარ „ინსტაგრამში“ განცხადება გაავრცელა. შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება ლონდონში, „უემბლიზე“ და ის „სამი ლომისთვის“ მე-1000 იქნება ისტორიაში.

24 წლის შემტევი, ეროვნულ გუნდს ლივერპულელ ჯო გომესთან ყელყელაობის გამო ვერ დაეხმარება. კონფლიქტი პრემიერლიგის მე-12 ტურში მოხდა, „ლივერპულ“- „სიტის“ მატჩში (3:1).

„უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ყველამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩემთვის. ასევე, ყველამ იცის, რომ საერთოდ, არ ვარ მიდრეკილი მსგავსი ქმედებებისკენ. მე და ჯომ ვილაპარაკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელშიც ემოციები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მყოფნის ვაჟკაცობა და ვაღიარებ, რომ რაღაც მომენტში ემოციამ დამძალა. მაგრამ ეს მხოლოდ 5-10 წამს გრძელდებოდა. ახლა ყველაფერი უკან დარჩა და აღარ ღირს ამაზე საუბარი. მოდით ხუთშაბათის მატჩზე ვიფიქროთ.“ - წერს სტერლინგი.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმის დასჯის გადაწყვეტილება ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მიიღო. მას მთელი შემადგენლობა დაეთანხმა.

0.243759