კიუშუ ბაშოზე ქართელმა სუოისტებმა მოგებათა სერია გახსნეს. წლის ბოლო სუპერტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდა და მისიდამარცხება ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.
ჩვენებურმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ეს აღნიშნული წყვილის მე-12 დაირისპირება იყო და მოგება-წგების ბალანსი გათანაბრდა 6:6-ზე.
აღსანიშნავია, რომ როგორც ტოჩის, ისევე ენდოს მიმდინარე ბაშოზე 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვთ. ლევანს იმისთვის რათა ოძეკის ტიტული დაიბრინოდ დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 9-ის მოგება მართებს და თუ გავითვალისწინებთ მის ბრძოლისუნარიანობას პირველ ორ შეხვედრაშიც, ეს შეუძლებელი არ უნდა იყოს.
გორგაძის მომავალი მეტოქე მესამე მაეგაშია ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 16-ჯერ შეხვედრია და 9 შემთხვევაში გაიმარჯვა, 7-ჯერ კი დამარცხდა.
ტოჩინოშინის მსგავსად პირველი გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმაც. გაგამარუ ჯურიოს მე-14 ნომერ იროდორს დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
ჩვენებური იროდორთან ურთიერთშეხვედრებში წინ გაიჭრა, რადგან დღეს მე-3-ედ შეხვდა და მის ანგარიშზე 2 მოგების წილ 1 მარცხია.
ამრიგად, გაგას შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი12 დაპირისპირებიდან მინიმუმ 7 უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითდება.
მისი მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-11 ნომერი ვაკამოტოჰარუ იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:0 სჯობნის. მიმდინარე ბაშოზე კი მომავალ მეტოქეს ასევე 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს.