საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში მეკარემ დუბლი შეასრულა. „არაგვის“ 35 წლის კარის დარაჯმა მიხეილ მუჯრიშვილმა მარტვილის „მერანთან“ შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.
მუჯრიშვილმა მეტოქის კარში ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ჯერ მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ 56-ე წუთზე მეორედ იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მუჯრიშვილს თავის დროზე არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „ცხინვალში“, „სიონში“, „დილაში“, „სამტრედიასა“ და მარტვილის „მერანში“.
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგა 3-დან მარტვილის „მერანი“ ეროვნულ ლიგა 2-ში უკვე აღზევდა, ხოლო პლეი-ოფში „სამგურალი“ და „არაგვი“ ითამაშებენ.