ხუთი თამაში და 24 გაშვებული გოლი. ეს „დორტმუნდის“ მონაგარია მიუნხენში, „ბაიერნთან“ გამართული ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან.
„ალიანც არენაზე“ ბოლო დროს „დერ კლასიკერი“ „რეკორდმაისტერის“ სრული დომინაციით მიმდინარეობს. ორი დღის წინ მიუნხენელებმა შავ-ყვითელი ადვილად, 4:0 დაამარცხეს.
ბოლო ხუთი მიუნხენური დუელის შედეგები ასეთია:
2015-2016: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 5:1
2016-2017: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:1
2017-2018: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 6:0
2018-2019: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 5:0
2019-2020: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:0
თამაში, ხუთი წაგება, 2 გატანილი და 24(!) გაშვებული გოლი - „დორტმუნდს“ მიუნხენში სტუმრობა კოშმარად ექცა.