საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა „თელავმა“ ლიონელ ენგუენე დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია კახური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.
ენგუენე პოზიციით ნახევარმცველია და „თელავის“ ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 23 წლის კამერუნელმა კარიერა სამუელ ეტო’ოს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი, „ბარსელონას“ აკადემიაში 2007-2015 წლებში ვარჯიშობდა. 2015-2016 წლების სეზონში „ბარსელონა B”-ში 12 თამაში ჩაატარა, საიდანაც თურქულ „ანტალიასფორს“ (6 მატჩი) მიაშურა.
გარდა ამისა, უთამაშია ესპანურ „ლუგოსა“ და პორტუგალიურ „ლეიშოეშში“. 2013-2014 წლების სეზონში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო კამერუნის 20 წლამდე ნაკრების მაისური სამჯერ მოირგო.