ფეხბურთი

16:45 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "გვარდიოლას დაცვაში ჩემი სტილით უნდა ეთამაშა"

ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლას „ლივერპულთან“ მატჩი ტაქტიკა დაუწუნა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, „მანჩესტერ სიტის“ მცველებს უფრო მჭიდროდ უნდა ეთამაშათ, როგორც ამას მისი გუნდების დაცვის ხაზი აკეთებდა.

„ნამდვილად კარგი თამაში იყო, ყველამ ვიცით, რამდენად ძლიერია „ლივერპული“. მანჩესტერი კი, ძალიან ლამაზი ქალაქია იმისთვის, რომ ერთი ეპიზოდის გამო ერთი კვირა იტირონ.

მეყოველთვის ვნერვიულობდი ჩემი ოთხი მცველის შორის არსებულ დისტანციაზე. როდესაც „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშობ, ფირმინო, მანესთან და სალაჰთან ერთად ხაზებს შორის მოძრაობს, საჭიროა ოთხივე მცველი ძალიან მჭიდროდ იყვნენ განლაგებულნი. მე ასე ვითამაშებდი.

პენალტის ეპიზოდს რაც შეეხება, გაუგებარია VAR-ის მოქმედება. ერთ კვირაში ეს პენალტი არაა, მეორე კვირაში პენალტია. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ „სიტი“ 3:1 დაამარცხა და 9 ქულით გაასწრო. „ქალაქელები“ ამ წაგებით „ლესტერსა“ და „ჩელსისაც“ ჩამორჩნენ და მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115475