ფეხბურთი

15:22 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შუა თითი, ბურთის სროლა, ცრემლები და წითელი ბარათი უკრაინაში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარმა“ კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ თამაში საყოველთაო ყურადღების ცენტრში რასიზმის გამო მოექცა.

74-ე წუთზე დონეცკელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ტაისონმა კიეველ ქომაგებს რასისტული შეძახილების გამო შუა თითი უჩვენა და მათი სექტორისკენ ბურთი ისროლა. შედეგად, მთავარმა მსაჯმა ჯერ თამაში რამდენიმე წუთით შეაჩერა, ხოლო შემდეგ ტაისონს წითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

თუმცა, ყველაფერი „დინამოს“ ქომაგების რასისტული ქმედებებით იყო გამოწვეული, რომლის მსხვერპლი ტაისონის გარდა, მისი თანაგუნდელი და თანამემამულე დენტინიოც გახდა.

ტაისონმა კი, მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ მსგავსი ინციდენტი იტალიაში მოხდა, როდესაც მარიო ბალოტელიმ „ვერონას“ ქომაგებს ასევ ბურთი ესროლა და თამაში შეწყვიტა.

0.11431