თამაშგარე

12:16 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესს წარსულზე საუბარი მობეზრდა

პორტუგალიელი სუპერ-შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს ამჟამინდელი გულისსწორი და პრაქტიკულად კი ცოლი, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი ნამდვილად არაა სპარტანული მოთმინების მქონე ადამიანი და როგორც ჩანს მას უკვე ძალიან მობეზრდა რონალდუს წარსულზე კომენტარების კეთება.

ჯორჯინამ ბევრი ითმინა თუ ცოტა ითმინა, საბოლოო ჯამში მაინც განაცხადა, რომ ამიერიდან აღარ გასცემს არც ერთ კითხვაზე პასუხს, რომელიც მისი გულისსწორის წარსულთან იქნება დაკავშირებული. მას სურს, რომ წარსული წარსულში დარჩეს და მუდმივად არ ისაუბროს იმაზე, რასაც ვერც ცვლის და არც აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ისევ დაიწყო ჭორების გავრცელება, თითქოს კრიშტიანუ რონალდუ თავის ოდინდელ სატრფოს, რუს-თათარ მოდელს ირინა შეიკს უბრუნდებოდა. ამ ჭორებმა ცხადია ჯორჯინას ყურამდეც მიაღწია. ჰოდა, აბა რომელ ქალს გაუხარდება მისი კაცის წარსულში ქექვას და ძველ ამბებზე კომენტარების კეთებას რომ აიძულებდნენ?!...

0.16241