ფეხბურთი

22:44 | 10.11.2019 | ნანახია 764 - ჯერ

„ლივერპული“ + 8

“ლივერპულმა“ „სიტის“ აჯობა. 3:1 მოუგო და სანაკრებო პაუზის წინ, უახლოეს მდევარ, ამჯერად „ლესტერს,“ 8 ქულით გაუსწრო. მერსისაიდელებმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს სანუკვარი ტიტულისკენ, რომელოც 1990 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ. დავაკვირდეთ, 29 წლის წინათ, როცა პრემიერლიგა ჯერ არ არსებობდა.

მაგრამ, ამ მატჩში მოხდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელზეც ჯერკ იდევ დიდ ხანს იკამათებენ.

დაიწყო თამაში და მთავარი ფიგურა მყის მსაჯი - მაიკლ ოლივერი გახდა. დე ბრუინის დარტყმული ბურთი ალექსადერ-არნოლდს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, „ლივერპული“ მყის გადავიდა სწრაფ კონტრშეტევაზე, გიუნდოგანმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და ფაბინიომ ანგარიში გახსნა. შეიძლებოდა ამ გოლის ჩათვლა?

გოლის გაშვების შემდეგ „სიტი“ წინ წავიდა და კიდევ ერთი გოლი მიიღო. შესანიშნავი კონტრშეტევა, რობერტსონის პასი და სალაჰის თითქოს იოლი, მაგრამ ულამაზესი თავური.

და ისევ კითხვა: გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ეგვიპტელი თამაშგარეში იყო. შესაძლოა, დეტალური განხილვის შემთხვევაში, დაემტკიცებინათ, რომ სალაჰმა წესების დაცვით გაიტანა, მაგრამ განხილვა არც უფიქრიათ, რამაც მანჩესტერელებს დამატებითი სალაპარაკო მისცა.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ბოლოსკენ 3:1-ზე, სტერლინგის დარტყმული საჯარიმოში ისევ ალექსადერ-არნოლდს მოხვდა ხელზე. გვარდიოლა გაგიჟდა, ხელების ქნევა და ღრიალი დაიწყო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა.

კიდევ გავიმეორებთ, ამ ეპიზოდების გარდა მერსისაიდელებმა ყველაფერში აჯობეს სტუმრებს.

„სიტი“ კი კარგა ხნის შემდეგ ჩამოქვეითდა მეოთხე პოზიციაზე.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-12 ტური. 10 ნოემბერი

ლივერპული - სიტი 3:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 324

1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბერნარდუ სილვა (78)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი (მილნერი 61), მანე, სალაჰი (გომესი 87), ფირმინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 79),

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სიტი: ბრავო, უოკერი, სტოუნზი, ფერნანდინიო, ანხელინიო, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 71)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: როდრი (65)

მანჩესტერი - ბრაიტონი 3:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 556

1:0 პერეირა (17), 2:0 პრიოპერი (19 საკ. კარში), 2:1 დანკი (64), 3:1 რაშფორდი (66)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, ვან-ბისაკა, უილიამსი (როხო 90+1), პერეირა (ლინგარდი 70), ფრედი, ჯეიმსი, მაკტომინეი, რაშფორდი (გრინვუდი 90+1), მარსიალი

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

ბრაიტონი: რაიანი, დაფი, დანკი, მონტოია (მარჩი 46), ბერნი, სტივენსი, ტროსარი (გროსი 60), პრიოპერი, ალსატე, მოპე, კონოლი (მიურეი 46)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: რაშფორდი (45), უილიამსი (58); სტივენსი (5), დანკი (19), მონტოია (30), ბერნი (45+2), პრიოპერი (74)

ვულვზი - ასტონ ვილა 3:1

1:0 ნევეში (41), 2:0 ხიმენესი (85), 2:1 ტრეზეგე (90+2)


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:46 | 07.03.2016
პანტელეიმონი (4347)

სამარცხვინოები ხართ მთელი ფედერაცია თავისი ჩოგბურთელებით.

დაფინანსება არა იხვი, ჩამოაჭერით თუ რამე თანხა გაქვთ ამათთვის გათვალისწინებული და მოახმარეთ იმას ვინც იმსახურებს. გაკვეთილი უნდა იყოს ასეთი უჯიგრობა ყველასთვის.

მეტრეველი გადადგეს უცილობლად !

14:15 | 07.03.2016
qomagi555 (259)

ერთადერთი შანსი ბასილაშვილს ჰქონდა მაგრამ იმანაც წააგო პირველივე თამაში...
თან საეჭვოდ მომეჩვენა მსოფლიოს 105 ჩოგანის წაგება ურეიტინგო 19 წლის ბიჭთან...
შემდეგ გავიგე რომ ბასილაშვილის წაგებას 30 ჰქონია კოეფიციენტი და რავიცი... რავიცი...

14:24 | 07.03.2016
Buratino (3505)

30 არა მაგრამ 12 ნამდვილად ჰქონდა

11:41 | 07.03.2016
CR7NOLE (15561)

სად ჭაობში ვართ !! 5 წუთი ვუყურე, ქართველი დაბალი ჩოგბურთელი როა რა მიღება ქონდა, ბურთს მაღლა ურტყავდა გეგონება რაგბისტს ბურთი ამოაქო თავზე ატარებდა იმ დანიელს ... ბურთს ვერ იღებდა... კარლოვიჩს დარწმუნებული ვარ ბურთს ვერ აუღებს... ქულას ვერ აუღებს მოწოდებაზე

09:58 | 07.03.2016
BEERTRANCE (97819)

ფეხბურთის ფედერაციას გადაასწრენ ამათმა მეჭიაურობაში

10:35 | 07.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

100%

01:33 | 07.03.2016
luka08 (622)

ფედერაციის პრეზიდენტი ვინაა ?

16:56 | 06.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

შედეგი ერთი-ერთში შეესაბამება ფედერაციის და სახელმწიფოს ფეხებზემკიდიობის, მთავარია მეტრეველი ოცნებაშია და ბიუჯეტის ვირთხის ფუნქცია აქვს, მეტი ჩოგბურთისთვის რა საჭიროა

16:56 | 06.03.2016
Buratino (3505)

მეტრეველო და ჩOგბურთის ფედერაციის სხვა ჩინოვნიკებო! თქვენ იყოთ შიბაქები თუ არ აიღოთ პასუხისმგებლობა და არ გადადგეთ!

16:52 | 06.03.2016
solomon (459)

უთავმოყვარეო ხალხი და არაპროფესიონალები

16:35 | 06.03.2016
qomagi555 (259)

zulu (514)
ჩემი აზრით ამათ დაფინანსებაზე უფრო პრიორიტეტული არის ის, რომ ჩოგბურთი გახადონ ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის...
ყველამ ვიცით, რომ ჩოგბურთი არის ეგრედ წოდებული "მდიდრების" სპორტი, სადაც ქართული ოჯახების უმრავლესობას ბავშვის ტარება არ შეუძლია...
არ არის მასობრიობა და ამისგანაცაა განპირობებული ეს შედეგები...
ჩემს ბავშვობაში ჩოგბურთზე სიარულზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა იმ არაადეკვატური გადასახადის გამო რაც იქ სიარულს სჭირდებოდა, შეკრებების და საზღვარგარეთ სიარულის ხარჯებზე აღარაფერს ვამბობ...
ზუსტად არ ვიცი მაგრამ სავარაუდოდ ეხლაც უფრო მეტია გადასახადი ბევრად ჩოგბურთზე ვიდრე სხვა სპორტის სახეობებზე...
და ზუსტად აქ უნდა ჩაიდოს თანხები, დაიწეროს გრძელვადიანი პროგრამა, აშენდეს ახალი კორტები, გადამზადდეს მწვრთნელები და დაიწიოს ფასი რაც მთავარია...
და როცა ბავშვის ჩოგბურთზე ტარება საშუალო ქართული ოჯახისთვის შესაძლებელი იქნება და გაიზრდება მასობრიობა სპორტის, აი მაშინ გვექნება შედეგები ასე მგონია და არა ამათი დაფინანსებით...
დიდ პატივს ვცემ თითოეულ სპორტსმენს, მაგრამ მთავარი ინდივიდულური დაფინანსება კი არა სპორტის განვითარებაა

16:29 | 06.03.2016
NADAL RAFAEL (4910)

დევისის თასი ყველა ქვეყნისთვის განსაკუთრებული ტურნირია და ყველა ვალდებულია კორტზე მაქსიმუმი დადოს ნაკრებისთვის,რაც ჩვენმა ბიჭებმა ''იკადრეს'' რბილად,რომ ვთქვათ სამარცხვინოა,საკუთარ ქვეყანაში დანიასთან 0-5 წაგება სასაცილოა სატირალო,რომ არ იყოს..)) მართლა ქვეყნის შეურაცყოფაა,ჯერ მარტო ის,რომ ურეიტინგო 18 წლის ბიჭი ჩვენს პირველ ნომერს უგებს..)) მოკლედ არანაერი ამბიცია და მოტივაცია არ იგრძნობოდა არც ერთ მატჩში ჩვენი ჩოგბურთელების მხრიდა,რაც ჩემი აზრით უპატიებელია..))

16:19 | 06.03.2016
zulu (627)

მაქსიმუმ ხუთ-ხუტი ჩოგბურტელი გვყავს ქალებშიც და კაცებშიც ვისაც რაგაც დონეზე მაინც შეუძლიათ შედეგის მიღწევა და რა გახდა მათი დაფინანსება.
წელიწადში თითო სპორცმენზე (ამ 10-ს ვგულისხმობ) 150-200 ათასი მაინც უნდა იხარჯებოდეს რომ შედეგი გვქონდეს და ესენი 20-30 ათასსაც არ ხარჯავენ და თან აყვედრიან.
შედეგიც შესაბამისია.

16:16 | 06.03.2016
zulu (627)

ასეთ მარცხს არ ველოდი... სირცხვილია...
თან არც ერთმა არ იბრძოლა ბოლომე, ისე დათმეს ყველა მატჩი.

16:06 | 06.03.2016
samtrecki (624)

Didi pazori. . Gadadeqi metreveli tu cota mainc shegcha namusi. .

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118044
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
764