ფეხბურთი

15:42 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურში თბილისის „შევარდენმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

76-ე წუთზე მასპინძელთა გამოცდილმა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა მოედანი დატოვა. საყურადღებო ისაა, რომ მის ნაცვლად „შევარდენის“ კარში თავისი შვილი, დავით სომხიშვილი ჩადგა.

გიორგი სომხიშვილი გამოცდილი კიპერია, 38 წლის და არაერთ გუნდში უთამაშია. რაც შეეხება მის ვაჟს, დებიუტი ჰქონდა, ჯერ მხოლოდ 16 წლის გახლავთ.

ვთქვათ ისიც, რომ შეხვედრა „შუქურამ“ 2:0 მოიგო და აჭარულმა გუნდმა გოლები მამასაც გაუტანეს და შვილსაც.

0.118087