ჩოგბურთი

19:15 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ის ახალგაზრდული ტურნირი სინერმა მოიგო (+VIDEO)

ATP-ის წლის შემაჯამებელი ახალგაზრდული ტურნირი (Next Gen ATP Finals) იტალიელმა ჩოგბურთელმა იანიკ სინერმა მოიგო. 18 წლის იანიკმა ფინალში ავსტრალიელი ალექს დე მინორი 4:2, 4:1, 4:2 დაამარცხა და ტურნირის პირველი იტალიელი გამარჯვებული გახდა. მინორმა კი მეორედ წააგო ფინალი.

სინერი ტურნირზე ველური ბარათის საშუალებით მოხვდა. წლის შემაჯამებელ ახალგაზრდულ ტურნირზე სტეფანოს ციციპასმა და ფელიქს ოჟე-ალიასიმემ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ხოლო დენის შაპოვალოვმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა. აღნიშნული ჩოგბურთელების ნაცვლად კი ტურნირზე მიკაელ იმერი (შვედეთი), ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა და სინერი დაუშვეს.

იტალიელმა ჩოგბურთელმა ჯგუფში სამიდან ორი მატი მოიგო, ხოლო მინორმა სამიდან სამი. ნახევარფინალში ავსტრალიელმა ფრენსის ტიაფო დაამარცხა, ხოლო სინერმა - მიომირ კეჩმანოვიჩი.

Next Gen ATP Finals-ი იტალიის ჩოგბურთის ფედერაციის და იტალიის ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით 2017 წელს დაიწყო და 2021 წლამდე მილანში გაიმართება. ტურნირი 21-წლამდე ასაკის საუკეთესო წლის საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის იმართება. პირველი გამარჯვებული სამხრეთკორეელი ჰიონ ჩონი გახდა, ხოლო 2018 წელს სტეფანოს ციციპასმა მინორი დაამარცხა.

0.126831