კიუშუ ბაშო დაიწყო, თუმცა არც ისე კარგად, რადგან პირველ ორთაბრძოლაში თეიმურაზ ჯუღელმა მარცხი განიცადა.
გაგამარუ წლის ბოლო სუპერტურნირზე ჯურიოს მე-13 ნომერ კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ჩვენებურმა უპირატესობა შერკინების დასაწყისშივე დათმო და მეტოქეს მისი დოჰიოს მიღმა გადაყვანა არ გაჭირვებია. ამრიგად ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა 1:1-ზე.
აქვე გეტყვით, რომ გაგას მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, რადგან თუ უარყოფით ბალანსზე გავიდა, დიდი ალბათობით სეკიტორის ტიტულს დაკარგავს და მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში გადაინაცვლებს.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-13 ნომერი ჰოშორიუ იქნება, რომელსაც აქამდე ჩვენებური არასდროს შეხვედრილა.