ჩოგბურთი

14:21 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა კვიტოვა China Open-ის ფინალისტია

ჩინეთიში მიმდინარე China Open-ის ტურნირზე ფინალში პეტრა კვიტოვა გავიდა. მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, ავსტრალიელი სამანტა სტოსური დაამარცხა( 6:3, 5:7, 6:2).

პირველ სეტში, 4:3-ზე პეტრას სარგებლოდ, ჩეხმა ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტი კვიტოვასთვის რთული გამოდგა, 6:5-ზე სტოსურის სასარგებლოდ, პეტრამ თავის მოწოდება დაკარგა და ავსტრალიელმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ მესამე სეტში სტოსური 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ევროპელმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩეხმა 8 ეისი მოაწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ავსტრალიელმა 3 ეისი ჩააწოდა და 3 ორაგი შეცდომა დაუშვა.

ფინალში კვიტოვს მეტოქე ივანოვიჩ – შარაპოვას გამარჯვებული იქნება.



0.121262