ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-14 ტურში გიორგი ბერიძემ თავის გამოჩენა მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის „ლოკერენი“ „რუზელარეს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და 50-ე წუთზე გოლიც გაიტანა. გიორგი ხელსაყრელ პოზიციაში დარჩა და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. შედეგად, ანგარიში გახსნა, მაგრამ მისმა გუნდმა შემდეგ ორი უპასუხო გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა.
„ლოკერენი“ 13 ქულით 8-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა. გუნდისგან განსხვავებით, საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს თავად ბერიძე, რომელმაც მეხუთე გოლი გაიტანა (ოთხი პროქსიმუს ლიგაში და ერთიც ბელგიის თასზე).