სხვა

20:50 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ჩემპიონთა ლიგა - "დინამომ" "ფერენცვაროშთან" ღირსეულად ითამაშა

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მორიგი მატჩი ჩაატარა და მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა. რევაზ ჩომახიძის გუნდი თბილისში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, მთავარ ფავორიტსა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, „ფერენცვაროშს“ დაუხვდა და უნდა ითქვას, რომ ღირსეულადაც ითამაშა.

გადამწყვეტი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ბუდაპეშტელებმა 5:0 მოიგეს და სწორედ ეს 8-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რადგან შემდეგ „დინამოს“ მეტოქისთვის არაფერი დაუთმია.

დანარჩენი სამი პერიოდი ფრედ დასრულდა და საბოლოოდ, „ფერენცვაროშმა“ 15:10 იმარჯვა. B ჯგუფს 4 გამარჯვებით სწორედ უნგრული გუნდი ლიდერობს, ხოლო „დინამო“ 4 წაგებით ბოლო პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას თბილისური გუნდი 20 ნოემბერს, სტუმრად „მარსელთან“ ჩაატარებს.

„დინამო“ – „ფერენცვაროში“ 10:15 (0:5, 5:5, 3:3, 2:2)

გოლები: 0:1 ვამოსი (06:33), 0:2 ფუნტოლისი (05:00), 0:3 ზალანკი (02:58), 0:4 კალარი (00:47), 0:5 იაკსიჩი (00:04), 1:5 რურუა (07:16), 1:6 იანსიკი (06:13), 1:7 სედლმაიერი (04:47), 1:8 ბიცარი (03:52), 2:8 ბითაძე (03:27), 3:8 შუშიაშვილი (02:54), 3:9 იაკსიჩი (02:10), 4:9 შუშიაშვილი (01:29), 4:10 ფუნტოლისი (01:14), 5:10 ბითაძე (00:47), 5:11 ვამოსი (07:33), 6:11 ვაპენსკი (04:32), 7:11 მაგრაქველიძე (03:39), 7:12 ფონტულისი (02:51), 7:13 ზალანკი (01:23), 8:13 შუშიაშვილი (01:03), 8:14 სედლმაიერი (07:13), 9:14 იელაჩა (06:48), 9:15 ზალანკი (03:29), 10:15 იელაჩა (03:05)

0.109511