ფეხბურთი

18:25 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "მშვიდად ვარ, კლუბის მენეჯმენტი მხარს მიჭერს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე თავს მშვიდად გრძნობს და ამბობს, რომ კლუბის მენეჯმენტისგან მხარდაჭერა აქვს.

„მე არ ვდარდობ ჩემს მომავალს „ბარსელონაში“, კლუბისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. მქონდა შეხვედრა ხოსეპ ბართომეუსთან და ის მხარს მიჭერს“, - თქვა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში ლიდერია, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში, თუმცა კატალონელთა თამაშის ხარისხი საყოველთაო კრიტიკას იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116067