ფეხბურთი

17:53 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" ოქსლეიდ-ჩემბერლენი გამოარჩიეს

„ლივერპულის“ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, გამოკითხვაში კი ფაბინიოსა და სადიო მანეს აჯობა.

ოქტომბერში ინგლისელმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. მთლიანობაში კი 26 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 13 თამაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

აქვე გეტყვით, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.110586