სხვა

16:40 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტების მონაგარი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში გრძელდება სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი. ტურნირის მეორე დღეს კი საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ საიან ხერტეკს 1:0 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მეექვსედ დაეუფლა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლევან ნახურციშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და საქართველოს ნაკრების ყულაბას ბრინჯაოს მედალი შემატა.

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში იასპარეზა დავით ლორიაშვილმა, თუმცა რუს მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენებური აღნიშნულ შეხვედრაში ბოლო ქულის უპირატესობით იგებდა, თუმცა დავითი არასწორი აქტიურობის გამო დასაჯეს და მეტოქეს 2 ქულა მიანიჭეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 7 მედალი აქვს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

0.107446