ფეხბურთი

23:00 | 8.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ესპანიოლს" ჰყავს, ესპანური გუნდიდან ოთხი მოთამაშე გამოარჩიეს.

ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: გიდერიუს არლაუსკისი ("კლუჟი")

მცველები: რეინჰოლდ რანფტლი (ლასკ), ლუის ლოპესი ("ესპანიოლი"), ზინიო ვანჰეუსდენი ("სტანდარდი"), სებასტიან კორჩია ("ესპანიოლი");

ნახევარმცველები: უსამა იდრისი ("ალკმაარი"), ესტებან გრანერო ("ესპანიოლი"), ლუკას საოუზა (აპოელი), ოსკარ მელენდო ("ესპანიოლი");

თავდამსხმელები: მუნირ ელ ჰადადი ("სევილია"), მუნას დაბური ("სევილია")

0.122796