ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩების შემდეგ მუნირ ელ ჰადადი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "სევილიას" ფეხბურთელმა "დუდელანჟესთან" მოგებულ (5:2) მატჩში სამი გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ელ ჰადადიმ ლა ლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა და თავი არაფრით გამოიჩინა, ევროპა ლიგაზე კი ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.