ფეხბურთი

22:35 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე დუგლას კოშტას გოლი საუკეთესოა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის შედევრი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გულშემატკივრებმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ გამოარჩიეს.

კოშტამ მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე საოცარი დრიბლინგი განახორციელა და რუსული გუნდის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც ტურინელებს მერვედფინალის საგზურიც გაუფორმა.

კოშტამ რაჰიმ სტერლინგის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და ჟოფრი კონდოგბიას გოლებს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118873