ფეხბურთი

19:15 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის როდრიგო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა

მადრიდის „რეალის“ 18 წლის შემტევი როდრიგო ჩემპიონთა ლიგის კვირის (მეოთხე ტურის) საუკეთესო ფეხბურთად დასახელდა. უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ბრაზილიელმა შემტევმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

როდრიგომ აჩრაფ ჰაკიმის, კეილორ ნავასისა და ჰონ-მინ სონის კონკურენციაში მოახერხა გამარჯვება.

როდრიგომ სტამბოლის „გალათასარაისთან“ (5:0) მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. შედეგად, არაერთი რეკორდისა და მიღწევის ავტორი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11423