ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ინგლისის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მიიღო - გვამცნობს პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ჩელსიმ“ ოქტომბერში სამი მატჩი მოიგო: „ნიუკასლთან,“ „საუთჰემპტონთან“ და „ბარნლისთან.“კლუბმა რეკორდიც დაამყარა, სტუმრად ზედიზედ ოთხი გამარჯვებით.
41 წლის სპეციალისტმა გამოკითხვაში „ლივერპულის“ იურგენ კლოპს, „ბრაიტონის“ გრემ პოტერს, „ლესტერის“ ბრენდან როჯერსსა და „ასტონ ვილას“ დინ სმიტს აჯობა.