ფეხბურთი

16:23 | 8.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ვარდი პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეა

„ლესტერის“ შემტევი, ჯეიმი ვარდი, ინგლისის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელია - გვამცნობს პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

გასულ თვეში ვარდიმ 4 გოლი გაიტანა. გაუსწრო „ჩელსის“ ტემი აბრაჰამს, „სიტის“ სერხიო აგუეროს და დღეისათვის 10 გოლით სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას. „ლესტერი“ კი პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.

ვარდი მეოთხედ დასახელდა პრემიერლიგის თვის საუკეთსო ფეხბურთელად. ორი მათგანი მან 2015-16 წლების საჩემპიონო სეზონში მიიღო. ერთიც წლეულს აგვისტოში.

30 წლის თავდამსხმელმა გამოკითხვაში „ასტონ ვილას“ ჯეკ გრილიშს, „სიტის“ ილკაი გიუნდოგანს, “შეფილდის“ დინ ჰენდერსონს დ თანაგუნდელ იური ტილემანსს აჯობა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:28 | 09.02.2023
dubligi (1492)

თავიდანვე მომეწონა მიქაუტაძე მე პირადად..ნაკრებში ამ პოზიციაზე ესაა, ზივზივაძე და ვოლკოვი. მე ვფიქრობ ორივეს ჯობია. იტალიაში თუ გადავა ძალიან კარგი, უნდა მოსცილდეს ფრანგულ-ბელგიურ ფეხბურთს.

0.064435