გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
"კლიპერსმა" შინ "პორტლენდი" 107:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლო ს ანჯელესელებმა 37:25 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რომელმაც ასევე 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. "პორტლენდში" 22-22 ქულით ლილარდი და მაკალუმი გამოირჩნენ. "კლიპერსი" ექვსი მოგებით და სამი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.
"სან ანტონიომ" საკუთარ დარბაზში "ოკლაჰომა" 121:112 დაამარცხა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი გახლდათ, რომელიც ტეხასელებმა 36:27 მოიგეს. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლამარკუს ოლდრჯმა, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 6 მოხსნა და პასი შესძინა. "ოკლაჰომაში" 27 ქულით საუკეთესო დანილო გალინარი გახლდათ.
"შარლოტ ჰორნეტსი" - "ბოსტონი" 87:108 (20:30, 23:22, 24:33, 20:23)
https://www.youtube.com/watch?v=jFdaC769hF0
"სან ანტონიო" - "ოკლაჰომა" 121:112 (33:30, 23:27, 36:27, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=9pmWvilWxX8
"ფინიქსი" - "მაიმი" - 108:124 (30:31, 27:33, 29:29, 22:31)
https://www.youtube.com/watch?v=vg7qfSVcS3U
"კლიპერსი" - "პორტლენდი" 107:101 (26:22, 21:18, 23:36, 37:25)
https://www.youtube.com/watch?v=EvJVO5odbys
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაისად დევისი რომ დაიმატოს ბოსტონმა თავისუფალ აგენტად კემბა სმარტი ტატუმი ჰეივორდი დევისი საჩემპიონო ხუთეული იქნება
დევისი უცილებლად გააგრძელებს ლეიკერსთან სანამ მაგის ძმა და მეგობარი მანდაა დევისი წამსვლელი არაა დამიჯერე
ჰიუსტონის მთავარი პრობლემა რათქმაუნდა დაცვაა თორე შეტევაში ნაღდად არ უჭირთ . ფლეიოფს ამ როსტერითაც უპრობლემოდ დადებენ და ზამთარში ტრეიდს აუცილებლად გააკეთებენ , ყველზე სავარაუდო იგუდალას დამატება იქნება მაინც არ თამაშობს მემფისში . თავისუფალ აგენტებზეც აის არჩევანი თუნდაც ფარიედი რომელსაც რატო არ გაუგრძელეს ვერ ვხვდები არადა მართლა კარგი მოთამაშეა და რაც მთავარია დაცვაშია კარგი .
ჰეივორდი მიივიწყა ყველამ იმ ტრავმის შემდეგ და წელს საკაიფოდ აკრიფა.მთლად სტარი არასდროს ყოფილა მაგრამ ასეთ ფორმაში მყოფი ჰეივორდი ნაღდად აძლიერებს უკვე ბოსტონს
ბოსტონი კაირის გარეშე უკეთეს გუნდს გავს .
კემბა უფრო სტაბილურია ვიდრე ირვინგი და მიტომ,პლუს ჰეივორდმა მოუმატა.ჰორფორდი დაკარგეს მარტო მეტი არაფერი წინა სეზონთან შედარებით
ჰორფორდი დიდი დანაკლისია რეალურად ეგ დანაკლისი ვერ შეავსეს არ ყავს გუნდს მაღალი დონის ცენტრი მაგრამ ტატუმს ბრაუნს და ჰორფორდს უკეთესი სეზონები ექნებათ და მაგის ხარჯზე დაბალანსდებიან
ჰეივორდს უნდა მეწეროს
ნუ იანისი თხა არ არის არც პლეიოფში მაგრამ სროლა ვერ ისწავლა კიდევ და ფაქტია მაგის გამო უჭირს პლეიოფის თამაში
ლებრონას ქომაგები განიცდიან კავაის ამბებს ძაან.შემთხვევით მარტივი ბეჭედი ხომ არ გინდათ?ისედაც არაა დურანტი არაა გოლდენი და ახლა არა კავაიც გინდათ პლუს თქვენ დევისი?ფასი ექნება ეგეთ ბეჭედს?ვინ რჩება მოსაგები მაგ შემთხვევაში პლეიოფის თხები ჰარდენი ვესტბრუკი და იანისი?))))
რა კავაის ამბებს განვიცდი სულ მაგას ვწერ დასავლეთის ფინალი მინდა ტრავმების გარეშე მეთქი. კავაი თუ ტრავმას მიიღებს რა ლებრონას ბრალია
ჰარდენი და ხისთავა რო დადებენ სუპერფინალს მერე მაინც აღარ დაუძახებენ თხებს იმედია
თუ მთელი ლიგა არ დაილეწა შანსი არაა მაგისი
კარგი ჯიგარო ვნახავთ მაგასაც მე ჩამოვალ სანაძლეოს რო ვერც კლიპერსი და ვერც ლეიკერსი ლიგას ვერ მოიგებს . ბაქსი იქნება აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ჰიუსტონი
კაი რა ჯიგარო ჯანმრთელი კლიპერსი პლეიოფში ამ ჰიუსტონს გახნის შუაზე
ჰიუსტონი ფლეიოფამდე აუცილებლად გაძლიერდება დაცვას მიხედავენ ყველა ვარიანტში და ყველზე რეალური იგუდალაა და მაგას აუცილებლად დაიმატებენ და პლიუს ვინმეს კიდევ ნორმალურ დამცველს სხვა დანარჩენი ქულების ჩამყრელებში არ აქვს პრობლემა კაპელას გარდა ყველა ისვის 3 ქულიანებს და არც მაგ მხრივ არის პრობლემა ჰარდენი მართლა პრაიმშია და სასწაულ სეზონს ველოდები მაგისგან ხისთავას მეორე კაცობა უფრო უხდება და უფრო მეტს სარგებელს მოიტანს ასე რო ჰიუსტონის ძალიან მაგრად მჯერა
+
მგონი შენ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემსავით გაგიხარდება ჰიუსტონის წარმატება არავის ჯერა აქ ჰიუსტონის
ჯორჯი დადგება 2 ნომერზე რა პრობლემა იქნება.ზოგჯერ კავაიც კი დადგება 2 ნომერზე და ჯორჯი 3-ზე.ისე კი თანამედროვე კალათბურთში 2 და 3 ნომერს შორის დიდი სხვაობა ნაღდად არაა,მითუმეტეს არ გაუჭირდება კავაი-ჯორჯის დუეტს როცა რეალურად ორივე 3 ნომერია
ჩემთვის გუშინ მთავარი ჰაილაითი იყო მაიამის მოგება და კაი თამაში ბატლერიც შეთამაშდა და ჯიმის იგივე ტობაიას ჰარისს არც შევადარებ უბრალოდ მართლა მაგარი უჟმური ტიპია
პორტლენდი ტოვებს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას სულაც არ გამიკვირდება ფლეიოფში რომ ვერ გავიდეს .გარანტირებულად ვინც ფლეიოფში გავა დასავლეთიდან ჰიუსტონი-ლიკერსი-კლიპერსი-იუტა და დენვერია ,დანარჩენ 3 ადგილზე იქნება დიდი ჯახი და ჩემი პროგნოზით მაგ 3 ში დალასი იქნება აუცილებლად
ჯორჯის დაბრუნების მერე უფრო კარგად გამოჩნდება კლიპერსის შესაძლებობები ისედაც ძალიან საინტერესოა რამდენად კარგად გამოუვა კავაი-ორჯს ერთად თამაში მუთუმეტეს ნომინალურად ჯორჯიც მსუბუქი ფორვარდია და დაახლოებით ერთი სტილის მოთამაშეები არიან
იდეაში აზრი არ აქ რა წინასწარ ლაპარაკს მოიტანს თუ არა ეს სტრატეგია შედეგს ბოლოს გამოჩნდება
რაც შეეხება most valuable player-ობას გუშინაც დავწერე და კიდე ვიტყვი რომ ეგ value გუნდის წარმატებაში შენი დამსახურების წილი უფროა ვიდრე რაღაც პირადი სტატების დადება დალშე ყველამ თავისით შეაფასოს რა და როგორ
ისე ზოგადად ინდივიდუალური ჯილდოები რო უსამართლოდაა ენბიეიში და ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის - ფლეიოფის შედეგების იგნორირება ხდება მაგას მე კი არა მთელი სამყარო ამბობს. რატო უნდა ფასდებოდეს რეგულარული და ფინალი მარტო ცალცალკე განყენებულად როცა კონფერენციის მეოთხედფინალები ნახევარფინალები ფინალები უფრო მნიშვნელოვანი ეტაპია ვიდრე რეგულარულის თამაშები. ფლეიოფში ერთი ფეხის დაცდენა და გავარდა შენი გუნდი და მორჩა სეზონი რეგულარულში მაგ ერთი ფეხის დაცდენის გამოსწორების 80 შანსი გაქ
კავაი რო ბექთუბექ თამაშების დროს დაისვენებს ამაში პრობლემა არაა არაფერი უბრალოდ იცი რა არ იყო მოსაწონი ბაქსი ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა და მანდ არ უნდა დასვენა დღეს დილით დაესვენა პორტლენდთან მითუმეტეს არც ჯორჯი იყო გუშინ და კავაის დასვენება მართლა მაგიტომ არ იყო მოსაწონი
ეგ ბაქსი შეიძლება მაინც წაეგო რომც ეთამაშა აი პორტლენდს კი მოუგო.მის გარეშე კი შეიძლება პორტლენდთანაც წაეგო.რომელი უფრო სწორია თვითონ გადაწყვიტე
ხო ბაქსი კავაიან კლიპერსზე უფრო ძლიერია მაგაში მართალი ხარ
პლუს ამ ეტაპზე პორტლენდი უფრო კონკურენტია ვიდრე ბაქსი,ერთი კონფერენციაა მაინც და რეგულარულში პორტლენდთან მოგება გაცილებით გამოადგება კლიპერსს ვიდრე ბაქსთან
კავაიან კლიპერსზე ძლიერი როგორ არი ბაქსი კავაის გარეშე მოთამაშეს ძლივს მოუგეს იანისმა გადაჯეგა სამწამიანი 38ქულა ჩააგდო
ჯერ ერთი გასვლაზე თამაშობდა ბაქსი და ეგ მინიმალური სხვაობა არაფერს ნიშნავს .
პლეიოფსაც გამოტოვებდა ყოველდღე თამაში რომ იყოს იქაც მაგრამ ყველამ ვიცით რომ მინიმუმ 2 დღე არის დრო პლეიოფის ერთი თამაშიდან მეორემდე
დერიკ როუზი
ბრენდან როი
იაო მინი
გრეგ ოდენი
გავაგრძელოთ სია?
დაისვენოს კაცო ჩემ ყ ს. როგორც მისთვის არის უკეთესი ისე უნდა მოიქცეს მარა ძაან დიდებში გარევა რო გინდა რეგურალურში 30თამაშის ჩატარება ცოტა არ იყოს ყ ეობა მგონია. კი იძახიან ქონდეს 8ათასი ქულა დარჩეს მვპს გარეშე მერე ბეჭედს ხო დებს მარა მვპ ქულები და გულშემატკივრის სიყვარული რო ასევე დიდი მნიშვნელობისაა ეგ ნაღდია
68 თამაში უნდა ითამაშოს წესით ის 14 ბექთუბექ რომ გააკლო.ნუ პლეოოფის წინ კიდევ დაისვენოს შეიძლება ცოტა.მოკლედ 65 თამაშს მაინც ითამაშებს
თუ ასე ღელავს ლიგა კავაიზე მაშინ დაუნიშნონ კლიპერსს ისეთი კალენდარი 14 ის ნაცვლად სიტყვაზე 5 ბექთუბექ თამაში რომ ქონდეს სეზონში(მთლად ბექთუბექის გარეშე არ გამოვა სეზონი) და ითამაშებს კავაი 77 თამაშს სეზონში არ ექნება პრობლემა
ექიმებს აქვთ ნათქვამი კავაისთვის ეს ყველაფერი.ყოველდღე რომ ითამაშოს შეიძლება ისეთი ტრავმა მიიღოს კარიერას შეექმნას საფრთხე ამიტომ ნურავინ დაძრახავს ლეონარდს რა თქმა უნდა თუ მისი ტრავმა არ უნდა გზა რომ გაუმარტივდეს ბეჭდებისკენ.ვერ გაუძლებს მაგის მუხლი ყოველდღე დატვირთვას და მოუვა დაახლოვებით ისე რაც როუზს მოუვიდა
მამენტ ნაღდად ცოდვაა ამ ტრავმის გამო გამო რადგან რეგულარულის მვპ-ის ალბათ ვერასდროს ვერ მოიგებს.10 დან 15 თამაშამდე დაისვენებს თითქმის ყველა სეზონში მარტო ტრავმის არიდების რისკის გამო,რადგან ბექთუბექ თამაში დაახლოვებით მაგ რაოდენობის აქვთ გუნდებს სეზონში და როცა ამდენს ტოვებს მოთამაშე იქ ძაან ბევრი თამაში თუ არ მოიგო მისმა გუნდმა და თვითონაც სასწაული სტატისტიკა თუ არ დადო ისე პრაქტიკულად გამორიცხულია მვპ გახდეს
კავაი ვითომ ტრავმაო დდდდდდ მიარტყეს ჯარიმა. კაია მაგარი ყ ეობას აკეთებს. მესმის დასვენება სეზონის შუა ნაწილში, მესმის დასვენება როცა ასაკი გაქვს,ან როცა 5თამაშია დარჩენილი და გარანტირებული ადგილი გაქ მარა სეზონი ახლა დაიწყო 7თამაში ჩატარდა რამ დაგღალა ელემენტარული გულშემატკივრის პატივისცემაა. 82თამაშის ჩატარებას უეჭველი არავინ ითხოვს მარა ვითომ ტრავმას რო იმიზეზებ მე7მატჩში ახალგაზრდა კაცი რო დაისვენო რამ დაგღალა არი ყ ეობა სხვა ახსნა არ აქვს პლუს ტყუილი ფანებს
რივერსი დააჯარიმეს და ტყუილი ვაბშე არ უთქვამს თვითონ მას ჩემი მუხლი ვერ გაქაჩავს ამდენსო
და ისე ვერ გადაუღუნონ მაგ ჯარიმებით
ყოველდღე თამაშს მუხლის გამო არ რისკავს დაღლა არაფერ შუაშია
ვერ ვხვდები მაგ მიზეზის შინაარს ანუ ზედიზედ ორჯერ რო ითამაშოს ტრავმის რისკია? და ოთხ დღეში ორი თამაში არაფერია? ან ჩაიტაროს საბოლოო გამოკვლევა ამხელა დონის პროფესიონალია ეგ ეშლება? ეგ მიზეზი სასაცილოა ჩემთვის
ერთი დღე მაინც უნდა დაასვენოს მუხლი თამაშისგან.ყოველ 2 დღეში ითამაშებს ყველა თამაშს მაგრამ ყოველდღე თამაშს ვერ გარისკავს.შეიძლება არც არაფერი მოუვიდეს ერთხელ რომ ითამაშოს ყოველდღე მაგრამ სადღაც დალეწავს ყოველდღე თამაში და ბუნებრივია არცერთხელ არ გარისკავს
ნათქვამია კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანსო და რატომ გარისკოს?ერთხელ შეიძლება გადაიტანოს მისმა მუხლმა ბექთუბექ თამაში ორჯერაც სამჯერაც მაგრამ სადღაც მაინ დალეწავს,შეიძლება პირველივე ბექთუბექზე დალეწოს და რომელი ნორმალური ადამიანი გარისკავს ასეთ მდგომარეობაში თამაშს?
*სადღაც მაინც
რატოა სასაცილო? ზედიზედ 2 დღეში 2 თამაში რო მეტი დატვირთვაა ვიდრე 4 დღეში 2 თამაში მაგას ვერ ხვდები თუ სხვა რამეშია საქმე?
მაგას მარტივად ვხვდები. მაგრამ მიყოლებით მატჩები იშვიათად არის ერთ დღიანი დასვენებით ხშირად. შეიძლება ზოგჯერ გამოტოვე მარა აი ეგ ერთი დღე რას წყვიტავს ყველა შემთხვევაში არ მესმის. ტიპს დღეს და ხვალ აქვს თამაში გადაბმულად და მეორე აქ დღეს არ აქვს ხვალ და აქვს ზეგ და აქ ამ დროს არ იღებს დიდ დატვირთვას თუ როგორაა? მოდი ვაფშე დაისვენოს რეგურალურში ჯორჯი რო დაბრუნდება და ფლეიოფში შეუბეროს ჯიგრულად
შუაში ერთი დღე დასვენება და აღდგენაც ბევრს ნიშნავს ხოლმე
))
რაც შეეხევა დაისვენოს "მთელი რეგულარული" აგერ ხო დაწერა ბაბუ პერესი-მ რამდენი თამაში აქ კლიპერსს ბექ თუ ბექ და რამდენი სხვა გუნდებს სიტყვაზე მთავარ კონკურენტ ლეიკერსს ხოდა შეადარე ერთმანეთს და მიხვდება ვის უკეთესი კალენდარი აქ
ჯიმი დონეა ყოველთვის მაღალი კლასია მისი უმთავრესი ნაკლი ხასიათია რომელსაც ვერ ერევა სხვა ყველაფერი აქვს
კავაის მილუოკისთან ართამაშის გამო 50 ათასი დოლარით დააჯარიმა ლიგამ კლიპერსი,თუმცა მიზეზი მაინდამაინც დასვენება არ ყოფილა რაზეც ასევე აჯარიმებენ ხოლმე გუნდებს,მიზეზი იყო რივერსის განცხადებას და თამაშის პროტოკოლს შორის სხვაობა,ანუ ნბა-ს აცნობა კლიპერსმა რომ კავაის მცირე ტრავმა ქონდა ამის მერე კი რივერსმა თქვა ჯანმრთელიაო.თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ არის,თვითონ კავაიმ ისაუბრა და თქვა რომ ის გასართობად ან დაღლილობის გამო არ ისვენებს,მისი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი დასვენება.აქვს მარცხენა მუხლის ტრავმა გადატანილი და ამ მუხლით ყოველდღე თამაში სარისკოა ამიტომ ის გამოტოვებს ყველა ეგრედწოდებულ ბექთუბექ თამაშიდან ერთს.ანუ როცა კლიპერსს თამაში იქნება სიტყვაზე დღესაც და ხვალაც,აარჩევს კავაი რომელი თამაში ითამაშოს დღეს თუ ხვალ.12 თამაში აქვს კიდევ კლიპერსს ასეთი ბექთუბექ სეზონში და 12 თამაშს კიდევ გამოტოვებს ლეონარდი.ჯამში 14 თამაშის გამოტოვება გამოუვა მარტო ბექთუბექ თამაშების გამო.იგივე ლეიკერსს 10 ბექთუბექ თამაში აქვს სეზონში.14 და 10 თამაშს შორის არც თუ ისე მცირე სხვაობაა ანუ ლეიკერსს მეტად ასვენებს კალენდარი
ბექ თუ ბექ ჩაახტება სეზონის ბოლოს კავაი ლიგას და ეს არაფრის მომცემი რეგულარულის "ბიგ ქლეშები" შერჩეთ სამახსოვროდ სხვებს არაა პრობლემა
რეგურალური არაფრის მომცემი რატოა მე მაგას ვერ ვხვდები რას ქვია არაფრის მომცემი კავაის რო გულშემატკივრობ მაგიტო წერ?მე იმაში გეთანხმები რო მოთამაშის სიძლიერე ფლეიოფში უფრო ვლინდება და კავაი დიდი მოთამაშეა ეს ბევრგან დამიწერია მარა რეგურალური როგორაა არაფრის მომცემი? ანუ სასტავი მვპს რო იგებს ყ ეები არიან და 35"წლის ლებრონი რო 35წუთს ყველა თამაშობს ყ ეა და კავაია ჭკვიანი?
სადმე დავწერე ვინც თამა***ს **ეათქო? უბრალოდ არ აქვს ადამიანს იმის შესაძლებლობა რო ზედმეტად დატვირთოს მუხლი
ხო შეიძლება მილოუკი და კლიპერსი ფინალში შეხვდნენ? ხოდა რომელი უფრო მნიშვნელოვანია სუპერ ფინალის თამში თუ აი ეს თამაში სადაც რა გადაწყდა ამ მოგებით შეგიძლია მითხრა? ჯორჯის და კავაის გარეშე კლიპერსთან მოსაგებად ***ზე რო გაიხა მთელი ბაქსი? რამე გამოჩნდა? რამე უპირატესობა მიიღო მილოუკიმ? შარშან რო ფლეიოფი მოიგეს რა ხეირი მაგით მილოუკის? შეხვდა მერე ტორონტოს მშვიდი 4-2 დაჯდა
ზუსტად ეგ არ დაგიწერაა მარა შინაარსობრივად ბევრი არც აკლია. მილუოკი ან რესურსით ნბას რო ვერ დადებდა თვითონაც იცოდნენ მაგ დონის გუნდისთვის ამ ეტაპზე რეგურალურის მოგება დიდი მიღწევაა და რეგურალურის მოგებამ მათ მოთამაშეს მვპს ტიტული მოუტანა რომელიც ძალიან. მნიშვნელოვანია და კავაიმ მთელი ცხოვრება ასე თუ დაისვენა ვერ მოიგებს
იუტა -ბაქსი იქნება ძალიან კარგი თამაში , იმის გათვალისწინებით რო ჯაზი სახლში ძალიან ძლიერია წესით მაგარი დაძაბული თამაში უნდა გამოდგეს .ბაქსის დასუსტების ასაერთოდ არ მჯერა და ეგ საერთოდ პირიქით მგონია , მაღალ დონეზე გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა და ამ სეზონში არავის გაახარებენ აღმოსავლეთში
ჯიმის ქონდა ძალიან მაგარი თამაში და ზოგადად მაიამი ტოვებს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას
დილით ელოდებათ სერიოზული გამოცდა ლეიკერსთან
გაუქირდებოდათ