კალათბურთი

3:22 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე ტრავმირებულია
გოგა ბითაძემ ტიმ დანკანის, ლამარ ოდომის და იაო მინის მიღწევა გაიმეორა

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე „დეტროიტ პისტონსთან“ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც გოგამ „ვაშინგტონ ვიზარდსთან" შეხვედრაში მიიღო.

Cbssports-ის ინფორმაციით, ბითაძეს ტვინის შერყევა აქვს და 9 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

ამავდროულად, ქართველი საინტერესო მიღწევა გაიმეორა. ბოლო 25 წლის განმავლობაში მეექვსე მოთამაშე გახდა, რომელმაც NBA-ში სადებიუტო სეზონის საწყის სამ შეხვედრაში 4 დაფარება მიჯრით მიითვალა. მანამდე ასეთი შედეგებით ისეთი კალათბურთელები გამოირჩნენ, როგორებიც ტიმ დანკანი, ლამარ ოდომი, იაო მინი, კენიონ მარტინი და ჯარეტ ალენი არიან.

აქვე გეტყვით, რომ ბითაძე მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.2 წუთს თამაშობს, 6.7 ქულას, 5 მოხსნას, 1.5 პასსა და 2.2 დაფარებას აგროვებს.

0.114041