ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ინგლისი 14 და 17 ნოემბერს მონტენეგროს და კოსოვოს დაუპირისპირდება. "სამი ლომი" A ჯგუფში 15 ქულით პირველ ადილზე იმყოფება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდის ინფორმაციით, საუთგეიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ტომ ჰიტონი ("ასტონ ვილა"), ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), ნიკ პოული ("ბარნლი");
მცველები: ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), ფაბიან დელფი ("ევერტონი"), დანი როუზი ("ტოტენჰემი"), კირან ტრიპიერი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ჰარი მაგუაირი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯო გომესი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ორივე "ლივერპული"), ბენ ჩილუელი ("ლესტერი"), ტაირონ მინგსი ("ასტონ ვილა"), ფიკაიო ტომორი ("ჩელსი");
ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ორივე "ლივერპული"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), როსი ბარკლი, კალუმ ჰანდსონ-ოდოი, მეისონ მაუნტი (სამივე "ჩელსი"), ჰარი უინკსი ("ტოტენჰემი"), დეკლაინ რაისი ("ვესტ ჰემი"), ჯეიმსი მედისონი ("ლესტერი");
თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ტემი აბრაჰამი ("ჩელსი"), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი"), კალუმ უილსონი ("ბორნმუთი");