ფეხბურთი

22:58 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა რჩეულებს უხმო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. "მამლები" H ჯგუფში 19 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. საფრანგეთი 14 ნოენერს მოლდოვას დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში - ალბანეთს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალფონსო არეოლა ("რეალი", ესპანეთი), მაიკ მანიანი ("ლილი"), სტივ მანდანდა ("მარსელი");

მცველები: ლიუკა დინი ("ევერტონი", ინგლისი), ლეო დიუბა ("ლიონი"), პრენსელ კიმპემბე (პსჟ), კლემან ლენგლე ("ბარსელონა", ესპანეთი), ბენჟამენ მენდი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ბენჟამენ პავარი ("ბაიერნი", გერმანია), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი), კურტ ზუმა ("ჩელსი", ინგლისი);

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე ("ჩელსი", ინგლისი), ბლეზ მატუიდი ("იუვენტუსი", იტალია), ტანგი ნდომბელე, მუსა სისოკო (ორივე "ტოტენჰემი", ინგლისი), კორენტენ ტოლისო ("ბაიერნი", გერმანია);

თავდამსხმელები: ვისამ ბენ-იედერი ("მონაკო"), კინგსლი კომანი ("ბაიერნი", გერმანია), ნაბილ ფეკისი ("ბეტისი", ესპანეთი), ოლივიე ჟირუ ("ჩელსი", ინგლისი), ანტუან გრიზმანი ("ბარსელონა", ესპანეთი), ტომა ლემარი ("ატლეტიკო", ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ);

0.118801