ფეხბურთი

23:45 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი ვალვერდეს ზაფხულში შეცვლის

"ბარსელონა" მთავარ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მომდევნო წლის ზაფხულში შეცვლის. როგორც Marca იუწყება, ესპანური კლუბი ზაფხულამდე დაიცდის, რათა რონალდ კუმანი დანიშნოს. ჰოლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე პოსტის დატოვებას არ აპირებს.

კუმანი "ბარსელონაში" 1998/99 წლებში მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა. მას შემდეგ რონალდმა რამდენიმე კლუბში იმუშავა და 2018 წლიდან ჰოლანდიის ნაკრებს ხელმძღვანელობს. "ნარინჯისფერებს" სანაკრებო ტურნირებზე 2014 წლის შემდეგ არ უასპარეზიათ, კუმანმა კი გუნდი ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა და ევრო 2020-ის საგზურთან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115932