ფეხბურთი

21:37 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაილ უოლკერი 2016 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი "მეკარეა", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ბურთი აიღო

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა კაილ უოლკერმა „ატალანტასთან“ შეხვედრის მიწურულს მეკარის როლი მოირგო და ისტორიაშიც შევიდა.

უოლკერი გახდა 2016 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი „მეკარე“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სეივი შეასრულა. 81-ე წუთზე, როდესაც კლაუდიო ბრავო გააძევეს, რომელიც მანამდე ტრავმირებული ედერსონის ნაცვლად შევიდა მოედანზე, უოლკერს მეკარის პოზიციაზე თამაში მოუწია, რადგან „სიტის“ განაცხადში ამ პოზიციის სხვა მოთამაშე არ ჰყავდა.

პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზი შეცვალა და უოლკერმა კარის ხაზზე დაიკავა ადგილი. სწორედ მაშინ, „ატალანტამ“ ჯარიმა შეასრულა და რუსლან მალინოვსკის დარტყმას უოლკერი ადვილად გაუმკლავდა.

„სიტის“ მარჯვენა მცველამდე ბოლო ინგლისელი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ბურთი აიღო ბენ ჰემერია. 2016 წლის 7 დეკემბერს, მან „ლესტერის“ კარი „პორტუსთან“ შეხვედრაში (0:5) დაიცვა.

მოგეხსენებათ, კლუბები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისს წარმოადგენენ, ძირითადად ლეგიონერი მეკარეებით არიან დაკომპლექტებულნი და უოლკერსაც ამის წყალობით მიეცა სამწლიანი სერიის შეწყვეტის შესაძლებლობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113983