ფეხბურთი

18:34 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ბენზემას როლი "რეალის" ისტორიაში რონალდუს მსგავსია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემას როლი „სამეფო კლუბის“ ისტორიაში კრიშტიანუ რონალდუს როლის იდენტურია.

„მისი ციფრები ყველაფერზე საუბრობენ. ჩვენ ყველაფერი ვიცით მისხარისხზე და გუნდში მნიშვნელოვან როლზე. ერთადერთი, რაც რონალდუს წასვლის შემდეგ შეიცვალა, ის არის, რომ კარიმი კიდევ უფრო მომწიფდა. ახლა მისი როლი „რეალის“ ისტორიაში ისეთივეა, როგორც რონალდუს.

ამ სეზონში ლიდერობა იტვირთა, გასაოცარ საქმეს აკეთებთ. უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ და მაქსიმალურად ვისარგებლოთ მისი თვისებებით“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ „გალათასარაისთან“ დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა. „რეალის“ რიგებში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რაულსა (66) და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ (105).

0.120884