ფეხბურთი

11:52 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „აქ მწვრთნელი მე ვარ!“

ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვერთნელს, უნაი ემერის, ერთობ მტკივნეული რეაქცია ჰქონდა ჟურნალისტის კითხვაზე, თითქოს „არსენალში“ მის მაგიერ ჟოზე მოურინიუს ნიშნავენ.

„აქ მწვრთნელი მე ვარ!“ - უთხრა ემერიმ Goal-ს.

საქმე ის არის, რომ ბოლო ექვს მატჩში „მეთოფეებმა“ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილამდე დაქვეითდნენ და ლიდერ „ლივერპულს“ უკვე 16 ქულით ჩამორჩებიან.

შედეგად, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ ჟოზე მოურინიუ მზადაა „არსენალი“ ჩაიბაროს. ასევე, სეუ ჟოზე მადრიდის „რეალის“ თავკაცობაზეც არ ყოფილა უარს. პორტუგალიელი „სამეფო კლუბს“ 2010-13 წლებშიც წვრთნიდა.

0.11604