„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ცრვენა ზვეზდასთან“ (4:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ასეთი მოგებები გუნდს კიდევ უფრო კრავს. ვაგრძელებთ დასახული მიზნისკენ სწრაფვას, სამი ქულაც და პლეი ოფში გავალთ. „ტოტენჰემი“ ახლა კარგ ფორმაშია, მთავარია, არ მოვეშვათ.
შედეგით კმაყოფილი ვარ. კარგი მატჩი ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. კორეელმა სონმა დაამტკიცა, რომ მტკიცე ხასიათი აქვს. ვამაყობ მისით.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.