ფეხბურთი

9:07 | 7.11.2019 | ნანახია 970 - ჯერ

ბენზემა მესის შემდეგ მეორეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა

მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, „ბარსელონას“ გენიოსის, ლიონელ მესის მიღწევა გაიმეორა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში გაეტანა.

თავისი პირველი გოლები ლიგაში ბენზემამ ჯერ კიდევ „ლიონში“ თამაშისას მიითვალა. ფრანგულ კლუბში ის 2004-06 წლებში თამაშობდა.

ამ მხრივ, რეკორდსმენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზია, მას ლიგის 16 სეზონის განმავლობაში გაჰქონდა გოლები.

წუხელ, 6 ნოემბერს, ბენზემამ „გალათასარაისთან“ მატჩში (6:0), დუბლი შეასრულა. ეს მისი 61-ე და 62-ე გოლები აღმოჩნდა ლიგაში და ამ მაჩვენებლით მან რუუდ ვან ნისტერლოის გადაუსწრო (60).

შეგახსენებთ, რომ მესის მთავარ საკლუბო ტურნირში 113 გოლი აქვს გატანილი, რეკორდსმენი კი კრიშტიანუ რონლდუა - (128).


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:48 | 07.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

ბენზემა რომელ სხვა გუნდში გაიტანდა კიდევ ლიგაზე 50 გოლს რთული სათქმელია ეგეც)))12 ლიონში გაიტანა 4 წელში

19:47 | 07.11.2019
კართაგენი28 (12606)

ლევანდოვსკი რა ფორმაშია კიდე რამდენი უნდა გაიტანოს ნეტავ ზედიზედ

19:42 | 07.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

127 გოლი აქვს ლიგაზე კრისტინას,გუშინდელი გოლი რემზის ჩაუთვალეს.9 წელი რეალში 105 გოლი ლიგაზე,8 წელი დანარჩენ გუნდებში და 22 გოლი ლიგაზე.რეალ მადრიდ ეფექტ

19:32 | 07.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

ზიდანმა ბენზემა რონალდუს დონეზეაო)))მართალი თქვა,რა დონეც არის რეალურად რონალდუ ისეთებს ადარებენ))))არ ეშლება ზიზუს ფეხბურთელის რეალური ძალა))))

14:01 | 07.11.2019
aulol besoi (1291)

ყველა მესის შემდეგ მეორე როგორაა, მესის შემდეგ პირველი როგორ ვერ მოი ახა ვინმე აამ

10:49 | 07.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

წელს ლიგის ბომბარდირონას ლევანა უმიზნებს მეოთხედფინალში თუ მივიდა შეიძლება გახდეს

17:50 | 07.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

სტერლინგიც არაა ჩამოსაწერი მაგ ამბავში

17:52 | 07.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

თან სიტი დიდი ალბათობით მინიმუმ ნახევარფინალს ითამაშებს თუ საერთოდ არ მოიგო ეს ლიგა.სიტი და რეალია ამ ლიგის მთავარი ფავორიტი ამ ეტაპზე

20:10 | 07.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სიტი სულ ეგრე იგებს ლიგას

0.071234