სხვა

22:18 | 6.11.2019 | ნანახია 0 - ჯერ

პეგასი და სტუ-იმედი წინ გავიდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე პეგასმა 38-27 დაამარცხა სპორტის უნვერსიტეტი, გორს კი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა სტუ-იმედთან, 0-10. 4-4 ქულით პეგასი და სტუ-იმედი ლიდერობენ და ხვალ ერთმანეთს ხვდებიან.

თამაშის დაწყებისთვის გორის გუნდს მხოლოდ 5 მოთამაშე ჰყავდა. მატჩის ტექნიკურმა დელეგატმა, დებულების მიხედვით, 15 წუთი მოიცადა და გუნდს ტექნიკური წაგება, 0-10 მიუსაჯა.

6 ხელბურთელით ითამაშა სპორტის უნივერსიტეტმა პეგასთან და პირველი ტაიმი მოიგო კიდევ - 15-12, მეკარე ხანდოლიშვილისა მოგერიებული ბურთებისა და გიორგი იობაშვილის გოლები წყალობით. პეგასი პირველად 44-ე წუთზე გავიდა წინ, 22-21, და შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვაობა გაზარდა, 38-27.

ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში ოთხის ნახევარზე ითამაშებენ გორი - სპორტუნი, ექვსის ნახევარზე - პეგასი - იმედი-სტუ. 11-13 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩემპიონატს დაიწყებს 4 დანარჩენი კლუბი - ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო.

სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 6 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

გორი - იმედი-სტუ 0-10

სპორტუნი - პეგასი 27-38

სპ: ხანდოლიშვილი - იობაშვილი 10, ჩიკვილაძე 6, ზურაბიანი 5, იმნაძე 4, დელიბაშვილი 2

პეგასი: დიხამინჯია, გორგოძიანი - ბაძაღუა 12, ჟვანია 7, კუხალაშვილი 6, კოხრეიძე 3, კობახიძე 3, ქათამაძე 2, ჩეჩელაშვილი 2, გვაზავა 2, პატაშური 1, არეშიძე, ჭანტურია

მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

სტუ-იმედი----2---2---0---0---49-32---4

პეგასი----------2---2---0---0---77-61---4

BSB ბათუმი---0---0---0---0----0-0----0

ქუთაისი-------0---0---0---0----0-0----0

სამტრედია----0---0---0---0----0-0----0

წყალტუბო----0---0---0---0----0-0----0

გორი----------2---0---0---2---34-49---0

სპორტუნი----2---0---0---2---59-77---0

7 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

15:30 გორი - სპორტუნი

17:30 პეგასი - იმედი-სტუ

11 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 BSB ბათუმი - წყალტუბო

15:30 ქუთაისი - სამტრედია

12 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 სამტრედია - BSB ბათუმი

15:30 ქუთაისი - წყალტუბო

13 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 წყალტუბო - სამტრედია

15:30 BSB ბათუმი - ქუთაისი -

გაგრძელდება 26 ნოემბერს


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:58 | 15.07.2023
ogafa (10143)

გორში მოუგებენ დილა გავა

11:00 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეტი რაღა ჩამოვთვალო

10:59 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეხლა მეტნაკლებათ პირველივე წრეში ეთიშებიან

11:00 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ან დინამოს წაგება გაიხსენეთ 6-1

10:57 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბოლო წლები ვიგულისხმე, იმიტომ რომ მანამდე მეორე და მესამე ერეში გადიოდნენ

10:58 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

წრეში გადიოდნენ

09:43 | 14.07.2023
liberaltmtyvneli123 (417)

აუ გ.ი.გ.ზ.ი ჩაგეთვალა ძმაო მაგარი მოვიდე ეხლა რა. . ბოლო წლებიაო კაცოოოო. . . და როდის ვარგოდნენ რომ. . ეხლა კიდე არაუშავს . . . სარაევოსთან დღეს ეხუმრები. . . ტირანამ თავის დროზე დინამო დაარბია. . დუნაისკა სტრედა კიდე სახელი ნახე სტრესული და . . 8 ლეგიონერი გორის დილაში. .სტრედაააა. . . ასტანასთან დღე დინამოს დიდი მიღწევაააა. . . აბა ეხლა ლივერპულს რომ უგებდი 3-0 და ბაიერნი რომ გაექცა და მილანის ინტერის კარში გაქონდა გოლები და მსგავსი პუტინისტური ნარატივი არ მაინტერესებს. . ასტანა და სტრედა სარაევო ტირანა და ნამდვილი პროევროპული სიყვარული. . . რა ლივერპული არა იხვი. . .ადმინ საერათოდ არ დაუშვა მსგავსი ნარატივები. . . წინ ევროპაააააა. . ასტანააააა სარაევოოოოო. . ეხლა ბოსნიის ელჩი გამოვა და გადაგვივლის. . .ვისლას რომ მოუგეთ თბილისში გეგუჩაძის დროს ,თამაშინ წინა დღეს პოლონელმა ფანებმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დინამო სტადიონის მინდორზე მოშარდეს,პროევროპული სტილში. . .პოლიციამ ღრმა პატივისცემით გააცილა სტუმრები და ლევან ბერძენიშვილმა კი უმაღლესი შეფასება მისცა პოლონურ შარდს. . .

03:33 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და საკლუბო ფეხბურთი განვითარდაო როგორ უნდა თქვა მერე

03:31 | 14.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აუ რა გუნდებთან აგებენ, მოკლეთ ქართული გუნდების გამოსვლა ევროასპარეზზე ბოლო წლებია სრული კატასტროფაა

0.067443