ფეხბურთი

21:19 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეისუკე ჰონდა ჰოლანდიაში დაბრუნდა

ვეტერანი იაპონელი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა კარიერას არნემის „ვიტესში“ გააგრძელებს. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმეს.

ჰონდა ბოლო დროს თავისუფალი აგენტი იყო, ხოლო მანამდე ავსტრალიურ „მელბურნში“ თამაშობდა. იაპონელისთვის ჰოლანდია ნაცნობი ადგილია, რადგან 2008-2010 წლებში „ვენლოს“ ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, „ნაგოიას“, ცსკა-ს, „მილანისა“ და „პაჩუკას“ რიგებში უთამაშია. იაპონიის ნაკრებში კი, 2008-2018 წლებში 98 მატჩში 37 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ვიტესის“ ამჟამინდელ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კარგად იცნობს, რადგან ცსკა-ში მასთან ერთად მუშაობდა.

0.117908