ფეხბურთი

18:47 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი "ბაიერნზე": "რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ"

მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობით არსენ ვენგერი დაინტერესებულია. ეს ინფორმაცია თავად ფრანგმა სპეციალისტმა დაადასტურა. „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ ვაკანტური გახდა და ყველაზე აქტიურად ვენგერსა და რალფ რანგნიკს უკავშირებენ.

70 წლის ვენგერმა განაცხადა, რომ ფეხბურთში მუშაობა ენატრება და დაინტერესებულია დაბრუნებით:

„რა თქმა უნდა დაინტერესებული ვარ. 33 წელია მწვრთნელი ვარ, 69 წლამდე უმაღლეს დონეზე ვმუშაობდი შეფერხებების გარეშე, ეს სამსახური ჩემი ცხოვრებაა. მენატრება მატჩების მოგება და გუნდის მომზადება თამაშებისთვის“, - თქვა ვენგერმა.

ამავდროულად რალფ რანგნიკის აგენტმა მარკ კოსიჩკემ თავისი კლიენტის „ბაიერნში“ მუშაობა გამორიცხა:

„არა, რანგნიკი ხელმისაწვდომი არაა და არ გვგონია, რომ „ბაიერნში“ იმუშაოს. ამიტომ, მხარეთა შორის კონკურეტულ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“, - უთხრა კოსიჩკემ Bild-ს.

0.112314