ფეხბურთი

14:44 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ტადიჩი: "ვიღაც მოვიდა და ყველაფერი მოგვპარა"

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა დუშან ტადიჩმა „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი ჯანლუკა როკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იტალიელმა მათ ყველაფერი მოპარა.

სერბი ფეხბურთელისვის აუხსენელი და დაუჯერებელია ის, რაც როკიმ გააკეთა, როდესაც ერთ ეპიზოდში ორი ფეხბურთელი გააძევა.

„უკეთესი მომენტებიც გვქონია, იმედგაცრუებულები ვართ. უნდა ვსაუბრობდეთ „აიაქსზე“ და დიდებულ ფეხბურთზე, რომელიც აჩვენა, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან ვიღაც მოვიდა და ყველაფერი მოიპარა. ბლინდზე თამაშის წესის დარღვევა იყო, მაგრამ მეორე ყვითელი ბარათი მას მისცეს, შემდეგ ველტმანსაც. ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს, სამმაგი სასჯელი, არასდროს! ყველაფერი პულიშიჩის ბლინდზე უხეშობით დაიწყო.

ეს დიდი იმედგაცრუებაა. არ მიყვარს საბაბის ძებნა, არ მომწონს სხვა ადამიანებზე საუბარი. უნდა ვისაუბროთ „აიაქსის“ თამაშზე, რომელმაც „ჩელსის“ ბევრად აჯობა, მაგრამ ვიმეორებ არ შეგვიძლია, რადგან ვიღაცამ ჩვენი თამაში გაანადგურა“, - თქვა ტადიჩმა.

შეგახსენებთ, „აიაქსი“ „ჩელსის“ 4:1-ს ამარცხებდა, მაგრამ შემდეგ მოედნიდან დელეი ბლინდი და ჟოელ ველტმანი გააძევეს, ამასთან პენალტიც დაინიშნა და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 4:4 დასრულდა.

0.114389