ფეხბურთი

13:51 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდს მიაჩნია, რომ „მანჩესტერს“ ოთხეულში მოხვედრა ძალუძს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა შეუძლია.

„ოთხეულში მოხვედრა ძნელი იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. ახლა სხვებს არ უნდა ვუცქიროთ და საკუთარ თამაშს მივხედოთ. განსაკუთრებული აქცენტი საშინაო მატჩებზე უნდა გავაკეთოთ. „ოლდ ტაფორდი“ ხომ განსაკუთრებული ადგილია. როცა საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ, ჩვენი შეჩერება ძალიან ძნელია.“ - უთხრა რაშფორდმა Sky Sports-ს.

მე-11 ტურის შემდეგ, 13 ქულით, „მანჩესტერი“ პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101983