ფეხბურთი

9:06 | 6.11.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ჯეიმსმა „ჩელსის“ საკლუბო რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაში

ლონდონის „ჩელსის“ მცველი, რის ჯეიმსი, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაუტანია. „აიაქსთან“ მატჩში (4:4) მან 19 წლის და 332 დღის ასაკში ანგარიში გაათანაბრა.

ჯეიმსი „ჩელსის“ აღზრდილია. კლუბის აკადემიაში 2006 წლიდან ირიცხებოდა. თუმცა მთავარ გუნდში თამაში წლეულს დაიწყო. გასულ სეზონში ის იჯარის წესით, „უიგანში“ ირჯებოდა.

ოთხი ტურის შემდეგ, H ჯგუფში, სამმა გუნდმა მოაგროვა 7 ქულა. ფრენკ ლამპარდის გუნდი ბურთების ბალანსის მიხედვით, ცხრილში მეორე ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:12 | 22.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გამზრდელს დავეცი ამათი ჯერ დაუნგრიეს კარიერა მერე ფიბალში რო ყოფილიყო მოვუგებდით სევილიას

15:56 | 21.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

სახოს სახო ააძრეს... სულ ტყუილად თან
იმიტომ რომ უეფაა სახოდაკარგული DDDDDDDD

0.068349