ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დიდებულად დაიწყო. ლონდონსა და დორტმუნდში ნამდვილი შოუ დაიდგა და ფეხბურთის ქომაგებმა გიჟური მატჩები იხილეს. კატალონიაში კი, „ბარსელონამ“ უფერული თამაში აჩვენა, ხოლო პრაღის „სლავიამ“ ღირსება მთელ მსოფლიოს დაანახა.
E ჯგუფი
E ჯგუფში არსებობდა შანსი, რომ მიმდინარე სეზონის პირველი მერვედფინალისტი გარკვეულიყო, და ეს შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა. თუმცა, კარლო ანჩელოტის გუნდმა აღნიშნული საკითხი სამომავლოდ გადადო.
ნეაპოლელებმა „სან პაოლოზე“ „ზალცბურგს“ უმასპინძლეს და როგორც უკვე ვთქვით, „აძური“ გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება დაიბევებდა. თუმცა, კალიდუ კულიბალის დაუფიქრებელი ქმედების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. ვთქვათ ისიც, რომ ჰოლანდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი ზე კარლოსის, ალესანდრო დელ პიეროსა და დიეგო კოშტას შემდეგ, რომელმაც სადებიუტო სეზონის საწყის ოთხ მატჩში გოლი გაიტანა. მთლიანობაში ეს მისთვის მეშვიდე გოლი იყო და ბომბარდირთა დავის ლიდერია. „ნაპოლიმ“ გაშვებული გოლის შემდეგ მოუმატა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. თუმცა გატანა ოდენ ტაიმის ბოლოს შეძლო, როდესაც ირვინგ ლოსანოს შორეულმა დარტყმამ მიზანს უწია. მეორე ნახევარში კი არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პარალელურად, „ლივერპულმა“ გადახალისებული შემადგენლობით ბელგიურ „გენკს“ უმასპინძლა. იურგენ კლოპის გუნდს დამდეგ უიქ-ენდზე „მანჩესტერ სიტისთან“ მეტად მნიშვნელოვანი თამაში აქვს და გერმანელმა რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, „წითლებმა“ ბელგიელებთან ვერ გაისეირნეს, რადგან ვეინალდუმის გოლს ტაიმის მიწურულს სამატამ უპასუხა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარის დასაწყისში კი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის გოლმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. სხვათა შორის, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ბოლო ოთხ მატჩი ოთხი გოლი გაიტანა და ეს ზუსტად იგივე შედეგია, რაც მანამდე 45 შეხვედრაში ჰქონდა.
ამასობაში, „ლივერპული“ 9 ქულით ჯგუფში გალიდერდა, ხოლო „ნაპოლი“ მეორე პოზიციაზეა და ქულით ნაკლები აქვს. „ზალცბურგი“ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს 4 ქულით, მაგრამ წესით უნდა გაუჭირდეს, რადგან თავად ორივე მატჩი მოსაგები აქვს, ამასთან „ნაპოლიმ“ დარჩენილ ორ ტურში ორი ქულა ვერ უნდა მოიპოვოს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში აუტსაიდერი „გენკი“ უნდა ჩავიდეს, ძნელი წარმოსადგენია.
„ლივერპული“ – „გენკი“ 2:1 (1:1) VIDEO
ლივერპული, „ენფილდ როუდი“
მაყურებელი: 52 611
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, მილნერი; ვეინალდუმი, ფაბინიო, კეიტა (რობერტსონი 74); სალაჰი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მანე 75), ორიჯი (ფირმინო 89)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
„გენკი“ (3-5-2): კუჩკე; კუესტა, დევასტი, ლუკუმი; მაეჰლი, ჰროსოვსკი (ბონგონდა 85), ბერგი, ჰეინენი, დე ნორე (ონუაჩუ 85); იტო (ნდონგალა 68), სამატა
მწვრთნელი: ფელისე მაცუ
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (14), 1:1 სამატა (41), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (53)
გაფრთხილება: ლუკუმი (22), დე ნორე (83)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 6 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 3:5
მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)
„ნაპოლი“ – „ზალცბურგი“ 1:1 (1:1) VIDEO
ნეაპოლი, „სან პაოლო“
მაყურებელი: 32 862
„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი (ლუპერტო 46); კალეხოი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი, ინსინიე; მერტენსი (მილიკი 73), ლოსანო (ლორენტე 86)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
„ზალცბურგი“ (5-3-2): მიგელი; კრისტენსენი, პონგრაჩიჩი (მვეპუ 46), ონგუენი, ვიობერი, ულმერი; მინამინო (აშიმერუ 61), იუნუზოვიჩი, შობოშლაი; ჰოლანდი (დაკა 75), ჰვანი
მწვრთნელი: იეს მარში
გოლები: 0:1 ჰოლანდი (11, პენ), 1:1 ლოსანო (44)
გაფრთხილება: ზიელინსკი (27) - ონგუენი (4), პონგრაჩიჩი (37)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (3) – 8 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)
F ჯგუფი
F ჯგუფში სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. თავდაპირველად „ბარსელონამ“ პრაღის „სლავიას“ უმასპინძლა და ხმაურიანი სენსაციაც გამოცხვა - 0:0! როდესაც წილისრყა შედგა, ჩეხებმა ყველამ განწირულად ჩათვალეს, მაგრამ ფაქტია ეს გუნდი ძალზე ღირსეულად ირჯება. მართალია შინ ორივე თამაში წააგო, მაგრამ „დორტმუნდიც“ ანერვიულა და „ბარსელონა. აი, სტუმრად კი ჯერ „ინტერთან“ მოიპოვა ქულა, ახლა - „ბარსელონასთან“. როგორი საქმეა ისეთ ლეგენდარულ არენებზე არ წააგო, როგორებიც „სან სირო“ და „კამპ ნოუ“ გახლავთ? ჩეხეთის ჩემპიონი „ბარსას“ არ შეუშინდა და შედეგსაც მიაღწია. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა კი, მორიგი უფერული, უფანტაზიო თამაში აჩვენა და არავინ იცის, როდემდე დასცალდება პოსტზე მუშაობა. ამასობაში „ბარსა“ ჯერ ლიდერია, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდეს. ყოველშემთხვევაში ამის შანსი არსებობს. რაც მთავარია მომდევნო ორ მატჩი ადვილი არ ექნება „დორტმუნდთან“ და „ინტერთან“ და რომელიმეს თუ ვერ მოიგებს, მეტწილად შეიძლება მართლაც პლეი-ოფს მიღმა აღმოჩნდეს. ბოლოსკენ ის ვთქვათ, რომ 18 თებერვლის შემდეგ „კამპ ნოუზე“ პირველი მატჩი დასრულდა უგოლოდ.
დღის ცენტრალური დაპირისპირება „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა. ანტონიო კონტეს „ინტერი“ „დორტმუნდს“ ესტუმრა და გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად მერვედფინალის საგზურს ჯიბეში ჩაიდებდა. თუმცა, არც ფრე იქნებოდა ურიგო შედეგი და მილანელებისთვის ყველაფერი დიდებულად წარიმართა. პირველივე ტაიმში ორი ჩინებული კონტრშეტევა ჯერ ლაუტარო მარტინესმა, მერე მატიას ვესინომ გოლებით დაასრულეს - 0:2! აღსანიშნავია, რომ ლაუტარო სამუელ ეტო’ოს შემდეგ „ინტერის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ მატჩი გაიტანა. შესვენების შემდეგ კი, „ინტერის“ გამართული მექანიზმი ჩამოიშალა. აჩრაფ ჰაკიმმა სხვაობა შეამცირა, იულიან ბრანდტმა გაათანაბრა, ხოლო ჰაკიმმა დუბლი გაიფორმა და ლუსიენ ფავრის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. საერთოდ, მაროკოელი მცველი დიდებულ ფორმაშია - „დორტმუნდს“ სულ 5 გოლი აქვს გატანილი და 4 მის აქტივშია. მეორედ შეასრულა დუბლი და 4 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკისა (5) და ერლინგ ჰოლანდს (7) ჩამორჩება. სხვათა შორის, ნამატჩევს ანტონიო კონტემ გუნდის ხელმძღვანელების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა და თქვა, რომ წაგება მათი ბრალია, რადგან ზაფხულში საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები არ უყიდეს. კონტე ბოლო დროს ამ თემით ხშირად სპეკულირებს. საგულისხმოა, რომ „ნერაძურიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგო მატჩი, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის უპირატესობით იგებდა. „დორტმუნდმა“ კი პირიქით - პირველად მოიგო, როდესაც შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. მეტიც, გერმანულმა გუნდმა 2001 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო თამაში, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა („ნანტთან“ 2:1). კონტეს „ინტერმა“ კი, მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო თამაში, რომელსაც პირველი ტაიმის მერე იგებდა. პირველად იგივე „ბარსელონასთან“ დაემართა, როდესაც ტაიმი მოიგო, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა (1:2).
სატურნირო მდგომარეობას რაც შეეხება: „ბარსელონას“ 8, „დორტმუნდს“ 7, „ინტერს“ 4 და „სლავიას“ 2 ქულა აქვს. „ინტერი“ დარჩენილ ორ მატჩს თუ მოიგებს პრაღაში და მერე შინ „ბარსელონასთან“ ნამდვილად გავა ჯგუფიდან. ასეთ შემთხვევაში კი, „დორტმუნდს“ 3 ქულა არ ეყოფა პლეი-ოფისთვის, ხოლო „ბარსელონა“ „დორტმუნდთან“ გამარჯვების შემთხვევაში გაიფორმებს მერვედფინალის საგზურს, თუმცა თუ „დორტმუნდს“ ან „ინტერს“ ვერ დაამარცხებს, ჯგუფში ჩარჩება.
„ბარსელონა“ – „სლავია“ 0:0 (0:0) VIDEO
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
მაყურებელი: 67 023
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა (სერხი რობერტი 46); ვიდალი, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 68), დე იონგი; მესი, გრიზმანი, დემბელე (ანსუ ფატი 65)
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
„სლავია“ (4-2-3-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ფრიდრიხი, ბორილი; ტრაორე (ტეჩლი 57), სუჩეკი; სევჩიკი, სტანჩუ (ჰუსბაუერი 63), ოლაინკა; მასოპუსტი (პროვოდი 82)
მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი
გაფრთხილება: პიკე (14), სემედუ (32), ბუსკეტსი (43) - ოლაინკა (21), სტანჩუ (48), ჰუსბაუერი (82), კუდელა (84), კოლარი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 3 (0) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 3:4
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
„დორტმუნდი“ – „ინტერი“ 3:2 (0:2) VIDEO
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
მაყურებელი: 66 099
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი; ვიტსელი, ვაიგლი; სანჩო (პიშჩეკი 82), ბრანდტი, აზარი (გერეირო 89); გიოტცე (პაკო ალკასერი 64)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა, ვესინო (სენსი 68), ბროჟოვიჩი, ბარელა, ბირაგი (ლაზარო 66); ლუკაკუ (პოლიტანო 73), ლაუტარო მარტინესი
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (5), 0:2 ვესინო (40), 1:2 ჰაკიმი (51), 2:2 ბრანდტი (64), 3:2 ჰაკიმი (77)
გაფრთხილება: აზარი (79) - ბირაგი (1), შკრინიარი (30), კანდრევა (48)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)
G ჯგუფი
გერმანულმა „ლაიფციგმა“ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ მას მერე რაც სანქტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ადვილად მოუგო. „რედ ბულს“ 9 ქულა აქვს და დარჩენი ტურებში კინკილა ქულა სჭირდება, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს 9 ქულაც საკმარისი გამოდგეს მერვედფინალის საგზურისთვის. ჯგუფში მეორე ადგილზე „ლიონია“, რომელმაც ლისაბონის „ბენფიკას“ 3:1 აჯობა, 7 ქულა დააგროვა და მანაც სერიოზული განაცხადი გააკეთა პლეი-ოფისკენ, მაგრამ მომდევნო ტურში „ზენიტს“ სტუმრობს და არ უნდა წააგოს, თორემ შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს.
„ზენიტი“ – „ლაიფციგი“ 0:2 (0:1) VIDEO
სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“
მაყურებელი: 50 452
„ზენიტი“ (3-5-2): კერჟაკოვი; ივანოვიჩი (დრიუსი 70), ოსორიო, რაკიცკი; სმოლნიკოვი (კარავაევი 46), ოზდოევი, ბარიოსი, იეროხინი (კუზიაევი 85), სანტოსი; აზმუნი, ძიუბა
მწვრთნელი: სერგეი სემაკი
„ლაიფციგი“ (4-4-2): გულაში; მუკიელე, კოლოსტერმანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი (კამპლი 46); ზაბიცერი, ლაიმერი, დემე, ფორსბერგი (ჰაიდარა 76); პოულსენი, ნკუნკუ (ვერნერი 61)
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
გოლები: 0:1 დემე (45), 0:2 ზაბიცერი (63)
გაფრთხილება: იეროხინი (6), ძიუბა (67), კუზიაევი (88) - უპემეკანო (67(
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 13 (9) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)
„ლიონი“ – „ბენფიკა“ 3:1 (2:0) VIDEO
ლიონი, „გრუპამა სთედიუმი“
მაყურებელი: 51 077
„ლიონი“ (4-4-2): ლოპესი; დუბუა, დენაიერი, ანდერსენი, კონე; რეინე-ადელაიდე (ტრაორე 73), ტიაგო მენდეში, ტუსარი, ოუარი (მარსელო 90); დემბელე, დეპაი (კორნე 46)
მწვრთნელი: რუდი გარსია
„ბენფიკა“ (4-4-2): ვლაჩოდიმოსი; ტავარეში, დიაში, ფერეირა (ჟარდელი 16), გრიმალდო; გედსონ ფერნანდეში (სეფეროვიჩი 46), ლუიში, გაბრიელი, სერვი (პიცი 73); ჩიკუინო, ვინისიუსი
მწვრთნელი: ბრუნო ლაგე
გოლები: 1:0 ანდერსენი (4), 2:0 დეპაი (33), 2:1 სეფეროვიჩი (78), 3:1 ტრაორე (89)
გაფრთხილება: გაბრიელი (43), ლუიში (51)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 14 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
H ჯგუფი
H ჯგუფში „ვალენსია“ „ლილთან“ ძალიან დიდი ხანი აგებდა, მაგრამ ბოლოსკენ გატეხა მეტოქე და საბოლოოდ, დიდი ანგარიშითაც იმარჯვა - 4:1. „ღამურებმა“ 7 ქულა დააგროვეს და ჯგუფში საინტერესო ვითარება შეიქმნა, რადგან სამ გუნდს აქვს იდენტური მაჩვენებელი.
დღის მთავარი საგიჟეთი კი ლონდონში იყო, სადაც „ჩელსიმ“ და „აიაქსმა“ დაუვიწყარი სპექტაკლი დადგეს. თამაში რომ ასეთი იქნებოდა, საწყისი წუთებიდანვე ნათელი გახდა. უკვე მეორე წუთზე ტამი აბრაჰამმა ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში კრისტიან პულიშიჩის მოპოვებული პენალტი ჟორჟინიომ გოლად აქცია და ანგარიში გათანაბრდა. შემდგომ ამისა, „აიაქსმა“ ძალიან მაგრად ითამაშა და პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მიიღო. ჯერ ქვინსი პრომესმა გაიტანა, მერე ჰაკიმ ზიეჩმა დაარტყა საოცარი ჯარიმა და ბრწყინვალე გოლი გავიდა, თუმცა მეორე ავტოგოლი! ზიეჩის შესაშური ჯარიმა ძელს მოხვდა, შემდეგ კეპა არიზაბალაგას სახეში მოხვდა და კარის ბადე შეირხა - 1:3. ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსიმ“ თავის ისტორიაში პირველად გაუშვა პირველ ტაიმში სამი გოლი საკუთარ მოედანზე, ხოლო საინტერესოა, რომ „აიაქსმა“ სამი გოლი, მაგრამ 45 წუთში კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყა... მეორე ტაიმი კი, ისევ ჰოლანდიელთა კარნახით დაიწყო და მალევე დონი ვან დე ბეეკმა პრაქტიკულად ყველაფერს წერტილი დაუსვა - 1:4. მიუხედავად ამისა, ყველაფერი წინ იყო. სესარ ასპილიკუეტამ ერთი გოლი გაქვითა, რასაც 5 წუთში „აიაქსის“ მდგომარეობის დამძიმება მოჰყვა. არ ვიცი, მსგავსი ხშირად გინახავთ თუ არა, მაგრამ ფაქტია, იტალიელმ მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ერთ სათამაშო ეპიზოდში „აიაქსს“ ორი ფეხბურთელი გაუძევა და თან პენალტი დანიშნა ამსტერდამელთა კარში... ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ორივე ცენტრალურ მცველ დელეი ბლინდსა და ჟოელ ველტმანს ყვითელი ბარათები უკვე მიღებული ჰქონდათ. 68-ე წუთზე ბლინდმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ სანამ გააფრთხილებდნენ, შეტევა გაგრძელდა, რაც კარისკენ დარტყმით დასრულდა და ბურთი ხელზე ველტმანს მოხვდა. როკი ადგა და, ჯერ ბლინდი გააფრთხილა მეორედ, შემდეგ ეპიზოდის გაგრძელების ანტიგმირსაც მიდგა, პენალტი დანიშნა, ველტმანიც მეორედ გააფრთხილა და ასე დარჩა „აიაქსი“ მინდორზე 9 კაცის ამარა! სიმართლე რომ ვთქვათ, იტალიელმა მსაჯმა ჰოლანდიური გრანდი პრაქტიკულად გაწირა და ორივე ფეხბურთელის გაძევება ნამდვილად გადამეტებული იყო. მეორე პენალტი ჟორჟინიომ ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა. დაუჯერებელი მოვლენებით შეფრთიანებულმა „ჩელსიმ“ უკან მოუხედავად შეუტია და მალევე რი ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა - 4:4! ჯეიმსი გახდა „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (19 წლისა და 332 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ფრენკ ლამპარდის გუნდმა შეტევები გააგრძელა და მეხუთედაც აიღო მეტოქის კარი. დუბლი ასპილიკუეტამ შეასრულა, მაგრამ მანამდე აბრაჰამს ბურთი ხელზე მოხვდა და ჯანლუკა როკი ამას რას შენიშნავდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეამჩნია და გოლიც გაუქმდა. სხვათა შორის, მატჩის მიწურულს 9-კაციან „აიაქსს“ მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ კეპამ გადაარჩინა თავისი გუნდი. საბოლოო ჯამში ფრე 4:4 და ჰოლანდიელები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, ხოლო ფრე ალბათ ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო. "ჩელსი" "ლივერპულის" (2005 წელს "მილანთან") პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და არ წააგო.
როგორც უკვე ვთქვით, „ჩელსის“, „აიაქსსა“ და „ვალენსიას“ 7-7 ქულა აქვთ და დარჩენილ ორ ტურში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება. „ლილი“ კი სტატისტის როლშია, რადგან კინკილა ქულით ბოლო ადგილზეა.
„ჩელსი“ – „აიაქსი“ 4:4 (1:3) VIDEO
ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“
მაყურებელი: 39 132
„ჩელსი“ (4-2-3-1): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი, ალონსო (ჯეიმსი 46); ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბატშუაი 87); ვილიანი, მოუნთი (ჰადსონ-ოდოი 60), პულიშიჩი; აბრაჰამი
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; მაზრაუი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო; ვან დე ბეეკი, მარტინესი; ნერეში (შურსი 72), ზიეჩი (ალვარესი 73), პრომესი; ტადიჩი
მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი
გოლები: 0:1 აბრაჰამი (2, ა.გ), 1:1 ჟორჟინიო (5, პენ), 1:2 პრომესი (20), 1:3 არიზაბალაგა (35, ა.გ), 1:4 ვან დე ბეკი (55), 2:4 ასპილიკუეტა (63), 3:4 ჟორჟინიო (71, პენ), 4:4 ჯეიმსი (74)
გაფრთხილება: ტომორი (42), ასპილიკუეტა (45) - ველტმანი (31, 69)), ბლინდი (33, 68)
გაძევება: ბლინდი (68), ველტმანი (69)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 8 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
„ვალენსია“ – „ლილი“ 4:1 (0:1) VIDEO
ვალენსია, „მესტალია“
მაყურებელი: 38 252
„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია; ლი (ვალეხო 54), პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი (ტორესი 30); როდრიგო (გამეირო 90), გომესი
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
„ლილი“ (3-4-2-1): მაინანი; სუმაორო (ბამბა 90), ფონტე, გაბრიელი; ჩელიკი, ანდრე (არაუხო 80), სუმარე, ბრადარიჩი; იაზიჯი (სანჩესი 74); რემი, ოსიმენი
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე
გოლები: 0:1 ოსიმენი (25), 1:1 პარეხო (66, პენ), 2:1 სუმაორო (82, ა.გ), 3:1 კონდოგბია (84), 4:1 ტორესი (90)
გაფრთხილება: გარაი (31), ვასი (67) - გაბრიელი (21), ანდრე (37), ფონტე (65)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 12 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
17:18 | 30.01.2015 RMA FANS (2294)
უყურე და მსგავსებას თუ ვერ ხედავ თამაშის სტილში, არაფერს გეტყვი...
ედეგორს რაც შეეხება, ეგეც კაი ცხენბურთელი დადგება. ერთი კრისტია მესიზე ნიჭიერი და მეორე ედეგორი ჰაჰილოვიჩზე.
0?'>https://www.youtube.com/watch?v=zJmQsP9e_qs':'>https://www.youtube.com/watch?v=zJmQsP9e_qs'))
ისე რატომ უწოდებენ ყველა ვუნდერკინდს მომავალ მესის და არა კრისწინას))))))))მადრიდელებო ამაზე ხომ არ გიფიქრიათ,,,რაღაც არსებობს)))))))))))))
gigatrancer

უმადურები არიან და იმიტომ
ოდეგარდი ჯობია ჰალილოვიჩს... მორჩა ბაზარი :დ
stripslashes((strlen('http://mshoblebi.ge/stili/gogonebi/2528-vin-aris-qarthveli-gogona-romelmac-vefkhistyaosani-garepa-da-shoubiznesshi-charthvas-gegmavs.html')>0?'http://mshoblebi.ge/stili/gogonebi/2528-vin-aris-qarthveli-gogona-romelmac-vefkhistyaosani-garepa-da-shoubiznesshi-charthvas-gegmavs.html':'http://mshoblebi.ge/stili/gogonebi/2528-vin-aris-qarthveli-gogona-romelmac-vefkhistyaosani-garepa-da-shoubiznesshi-charthvas-gegmavs.html'))
იოოოოოოოოოოოოოოო
რა უნდა ვიფიქრო ნეტა
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/74518-fifas-prezidenti-avstralias-mundialis-maspindzlobis-ufleba-ekuthvnis.html')>0?'http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/74518-fifas-prezidenti-avstralias-mundialis-maspindzlobis-ufleba-ekuthvnis.html':'http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/74518-fifas-prezidenti-avstralias-mundialis-maspindzlobis-ufleba-ekuthvnis.html')) აუ ამან მთლა გარეკა მაგრად დასლევდა უკვე მეტი რო არ შეიძLება
მემგონი მეტიც შეიძლება, 1-აც ანტარქტიდაზე ჩაატარებს მუნდიალს DDDDDDDDDDDDDD
ერრტი იქამდე გამოსლევდეს ჩვენთანაც რო ჩატაროს


ამ დონემდე გამოსლევება ფიზიკურად შეუძლებელია DDDDDDDDDDDDD
ფოტო )))))
zidani

მადლობა
ხო საკაიფო გოლი შეაგდო,თან მაგ გოლით იუვეს მოაგებინა
ივეს ფანები მაინც მწყრალად არიან DDDDDDDDDDDDDDDD
უკეთეს რას ნახავ



RMA FANS

წესია ასეთი რომ მესის უნდა გავდეს
კუენკაც ხომ ახალი მესი იყო?
კი ბო**ბაში დაემსგავსება

:
:
ნეტა რითი გავს ჰალილოვიჩი მესსის? ერთნაირი ფერისას ჯვ***ენ ალბათ

ვილიანი
ოსკარი
სგ, სგ
დაუძახო დროგბას ?
რამირესი და ობი მიკელი არ დაგავიწყდეს
ჩიგრინკსი
დუგლასიც
მაიკლი ?
მაიკლი ვინაა?
კეტრინ ზეტა ჯონსის ქმარი
არვიცი მართლა ? აუჰ :დ
პახოდუ კი
მოაშორე მაგ ავატარი

ჯეიარ სმიტის მაინც დააყენე
D
:
ალეხანდრო გილოცავ მემგონი ბიჭი ნელ ნელა გესწრებაDDDDDDDDDDD
რახ დება ქანე სიმონ
ხოა მშვიდობა და სოლიდარობა
იმედია გამოვა ოდეგაარდისგან მართლა რამე
Диего отказался признать себя виновным, заявив, что не имел злого умысла. Некоторые считают, что Диего подал апелляцию лишь для того, чтобы отсрочить наказание и принять участие в игре против «Манчестер Сити». FA рассмотрела сегодня апелляцию и признала Косту виновным. Наказанием для него станет дисквалификация на матчи против «Манчестер Сити», «Астон Виллы» и «Эвертона».
Источник:stripslashes((strlen('http://chelseanews.ru/novosti/premier-league/6518-diego-kosta-diskvalificirovan.html')>0?' http://chelseanews.ru/novosti/premier-league/6518-diego-kosta-diskvalificirovan.html':' http://chelseanews.ru/novosti/premier-league/6518-diego-kosta-diskvalificirovan.html'))
===========================
პროსტა რა დონის პუ(((ანები არიან ყველაზე Y ორგანიზაციაა
იმენა ჩელსი ეზიზღებათ ამათი დე)))))ს გა(((((რე დღე და ღამ
იმენა სიტიმდე გამოუტანეს ნაჩქარევად განაჩენი ამ გახვრეტილი გან(((((ების გაკეთებულებმა
დაძაბონ უნდათ ცხრილში მდგომარეობა მაგრამ არაუშავს მაინც დე(((((ას მ))))))ვთ ცისფრებს
ოფიციალურად FA ცხადდება გან)))))ების დაჯგუფებად
alejandro ფერგის შეცდომაც მარტო ეგ იყო რომ არ აძლევდა საკმარის დროს თორემ ის ჩვენი ნებით არ დაგვიკარგავს
ფრენკი
როგორც ვიცი ჩელსი იყიდის კუადრადოს და სეზონის ბოლომდე კვლავ ფიორენტინაში გაანათხოვრებს
საიდან მოიტანე
რა განათხოვრება შურლე წასულია 99%
მარტო ვილიანის იმედზე კიარ რჩებიან ნაყიდია კვადრადო
არავითარი განათხოვრება
შურლეს რატო უშვებენ ტო კაი იგროკია
ართამაშობს ფაქტიურად ბოლო დროს
ნაკლებად მოძრავია ვიდრე ვილიანი
ბრაზილიელი უკანაც ჩამოდის და მაგრად შრომობს მცველებს ეხმარება
თუნდაც ლივერპულთან გავიხსენოთ მისი თამაში მაგრად იბრძოლა
ამას კი შურლე ვერ ასრულებს შურლე უფრო კაია შეტევაში ასე გადაწყდა მეც დამწყდა გული მაგრამ რა შემიძლია
[bstripslashes((strlen('http://fanebi.com/adebaio-akinphenvam-stiven-jerardis-gamo-diego-koshtas-mimartha/')>0?']http://fanebi.com/adebaio-akinphenvam-stiven-jerardis-gamo-diego-koshtas-mimartha/':']http://fanebi.com/adebaio-akinphenvam-stiven-jerardis-gamo-diego-koshtas-mimartha/'))
მაგარი კაცი
ტრუსიკიდან არამოვარდეს
deqstera_best_7 (401) პასუხის გაცემა
კაპიტანი ტახმაგიდო
ან გიყვარს ფინტები, ან არა... რონალდინიოსი მიყვარს რონალდუსი არმიყვარდა ეგ უკვე ძაან პირადია(თორე მანჩესტერში ყოფნისას არავისზე ნაკლები ფინტიკრუშკა არიყო რონალდუ)....
-------------------------------------------------------------------------------------
ხოდა ფინტიკრუშკა რო იყო მაგაზეა ლაპარაკი. მისი ყურებისას ბევრი ფიქრობდა რას ტინგიცებო!!! რონალდინიოზე კი არავინ ფიქრობდა ამას. ზიდანი აკეთებდა ფინტებს- ფინტიკრუშკა იყოო??? გააჩნია იმ ფინტს როგორ სად სა რანაირად აკეთებ, და რონალდო სუფთა ფინტიკრუშკა იყო
ზიდანი სულ სხვა სტილი იყო, ბურთს აკონტროლებდა მაგრად მაგრამ სადაც საჭირო იყო ფინტსაც აკეთებდა... აი მესის ფინტი კი მე არმინახია, ამ ბოლო დროს კი თითქოს დუხიც აღარაქვს ისეთი... ჭკვიანურ თამაშს თუ ფინტი და ბრძოლა არდაემატა. ვერაა მაინც ის..
წილიანი და ეგ ერთი ვარიანტი მგონია
კარგი მოთამაშეა დაცვAში ნულია სამაგიეროდ შეტევაში არი კარგი სირბილიც შეუძლია კაცის მოტუებაც
შურლე რა პონტში უსვებს ვერ ვხვდები იმენა ძაან პიტალოა მოუ
ხოდა წილიანი ეგ შეცვლიან ისევ ერთმანეთს შურლე ნაკლებად მუშა იყო და ამიტო ალბათ
აუუუუუ ვილიანი რა მაგრად არ მევასებაააააააააააააა
:დ;დ ჯაგუნაა
Sergio Ramos-CR7 (11576)
==========================
კაი ავტობუსია საჭირო მგზავრების უსაფრთხოებისთვის
კაი ვარიანტია მაგრამ ეხლა ვთქვათ რო მაინდამაინც
ავტობუსთან ნუ აიგივებთ ამ ტრანსფერს :დ
ზუსტად ავტობუსთა ნ გაიგივდება ეს ტრანსფერი ფაქტიააა
პირდაპირ
ზდაროვა სასტავს
სალამ
dadado9 ისე მსჯელობ ოდეგაარდის პასებზე რო რავი ისეთი შთაბეჭდილება მრჩევა რო ყველა მისი თამაში გაქვს ნანახი, რეალობაში 1 თამაშიც კი არ გაქვს ნანახი! რო ადარეფ ჰალილოვიჩ კაკ მინიმუმ 1 თამაში მაინც უნდა გქონდეს ნანახი
კოლაჟი მაქვს ნანახი )
კვადრადო ლონდონში გამოფრინდაო და სადაა ამდენი ხანი ბ)))ად
რამდენი ხანია აეროპორტში ველოდები
ემზადება მოუ ავტობუსისთვისს როგორც ჩანს
ზედგამოჭრილია მაქ ტაქტიკისთვის ეგ გაიგდე ბურთ გაიქეცი 
ახალგაზრდები ასე გავდნენ ერთი რონის მეორე მესის არ მინახია. ედეგორი მეც მომწონს მაგარია, მარა მომწონს იმიტო რო ვხედავ პოტენციალი აქ და არა იმიტო რო ბურთზე ტინგიცებს და ქუსლით აგორებს პასებს.
მე ჰალილოვიჩს უფრო ნიჭიერად ვთვლი თამაშის წარმართვის ამბავში. ასევე ფლაგსაც კარგად თამაშობს და ცენტრსაც, როგორც მესი, პასი აქ უკეთესი და ბურთს უკეთ ფლობს...
კიდევ ვიმეორებ, ბურთის ფლობაში თუ ვინმე ბურთზე ტინგიცს გულისხმობს და პასებში ქუსლით დაგორებებს არ ვიცი, მისი საქმეა.
მაგრამ ვინ როგორი დადგება ახლა ვერ გაიგებ, დრო გვიჩვენებს.
წავედი ეხლა, ღამე მოვალ
კაპიტანი ტახმაგიდო
ან გიყვარს ფინტები, ან არა... რონალდინიოსი მიყვარს რონალდუსი არმიყვარდა ეგ უკვე ძაან პირადია(თორე მანჩესტერში ყოფნისას არავისზე ნაკლები ფინტიკრუშკა არიყო რონალდუ)....
ეგრეა
მაგრამ რონალდო მაინც ადნაკასანია იგროკი დარჩება სულლლლლლლლ
ეგ არის სუფთა საყურე
ადნაკასანია

რახან რეალში თამაშობს იმტიომ არ ვამბობ ბევრად უფრო დიდ ტალანტად ითვლება ედეგორი,ასეა ესსსსსსსს
ვუნდერკინდიშეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ისე ცაცია ფეხბურთელები დიდად არმხიბლავს
გემრიელად ვერუყურებ მაგათ თამაშს :დ
მესის გარდა
მესის ვდურთე
რაქენი ?
ბიჭო ტიპი ისეთ ადგილებში აძრობს პასებს უყურეთ მცველების მოძრაობას რომ ამთხვევს და ადგილი სადაც უნდა გამონთავისუფლდეს , არ. მარტო იქ აკეთებს სასწაულ პასებს რასაც ხედავს ტიპი თვლიის სივრცე სად შეიქმნება
აუუუ ტიპი რა პასებს აძროობს )) და ჰალილოვიჩს ადარებენ
ტინგიციცაა და ტინგიციც. რონალდინიოს ტინგიციც ტინგიცია და რონალდუსიიც ? ცდებით თუ ვუნმე ასე ფიქრობთ.
კენწვლით
ფრენკი, ამათნაირად ვერ ვითამაშებ მარა ბურთზე მეც ვიტინგიცებ, და ქუსლითაც საკაიფოდ დავაგორებ პასს! მაგალითად ცოტა ხნის წინ 3 წრე დავარრტყი სტადიონს სირბილით ისე რო ბურთი ძირს არ დამიგდია, არც ხელში მჭერია
ვა საღოლ შენ ისე მეც საკაიფოდ ვთამაშობ დრიბლინგი მაქ საკაიფო
ნორმალურ გუნდს დავამშვენებდით ჩვენ
კარში ჩაგიდგებით )
მესიმ არ გაგიგოს, დაიბოღმება
ფლანგზე რო გაიტან ბურთს იხტუნავებ მასზე და მერე 2 მეტრში ვინმეს ქუსლით დაუგორებ ეს ნიჭიერება და სასწაული არაა, თუ ვინმე ასე თვლის გზა ხსნილი იფიქროს. ედეგორი ნიჭიერია მარა ასეთები სჩვევია, ასეთი იყო რონალდუც ახალგაზრდობაში.
ხოლო ჰალილოვიჩი კოპირებული მესის სტილია, ზედმეეტი ხხტუნაობების გარეშე მოქმედებს როგორც ფლანგზე ასევე მოედნის სიღრმეში. მოკლედ ისე თამაშობს როგორც მესი. ის უფრო ნიჭიერია, და ვინ როგორი დადგება დრო გვაჩვენებს
მოკლედ საჭმლის ჭამასაც ვერ ირგებ ისე რონალდო თუ რაღაც კრიტერიუმით მაინც არ დააკნინე
ეგეგოორს რაც შეეხება აშკარად ნიჭიერია და თავს ვერავინ დადებს რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაიზრდება.
ხოლო მან რონალდოს დონეს რომ მიაღწიოს და ასე ვთქვათ რონალდო 2 დადგეს,ჩემზე ბადნიერი ალბათ არავინ იქნება!...
რა ართმევა, რ. პასი, რა დრიბლიბგი, ფეხებში დაძვრება)) ეგ სალიჰამიჯიჩი კ. გაიგდებს ხოლმე მარადონას პასივით სიცარიელეში))) თავიდან ეგრ. იწყება))
რა ვიდეოც დადე ბევრად მეტი კლასი ჩანს ედეგორის)
ოკ
psichically sick
როცა მოზარდ ფეხბურთელს შანსი არ გეძლევა და ვერ განვითარდები სათანადოდ,მაშინ იძულებული გდები კონტრაქტი აღარ გააგრძელო პერსპექტივის არქონის გამო...
და სწორედ მანდ ვსვავ მეც კითხვას?: ეს ტალანტი რომ დაენახათ და მის გასანვითარებლად სათამაშო დროც მიეცათ,პოგბა აუცილებლად გაახანგრძლივებდა კონტრაქტს!
აბა სად მანიუში და ეფლში თამაში და სად ჩაყაყებული სერია?!
რა ჩამოაყალიბა)) დაგვინდე
ნუ ეტენები ოეე რონალდოს ვეზირია ეგ
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=E_H5U9hjHI0')>0?'https://www.youtube.com/watch?v=E_H5U9hjHI0':'https://www.youtube.com/watch?v=E_H5U9hjHI0'))
აი ვინ იყო ნამდვილი ტალანტი, ამაზე და მორისონზე ვფიქრობდი გიგზი-სქოულზის მერე ესენი გააგრძელებენთქო და ამ დებილებმა ორივე დაკარგეს...
ისე მაგრად მიკვირს ფერგიმ პოგბაში ტალანტი როგორ ვერ დაინახა და + ამას საერთოდ უფასოდ როგორ დაკარგეთ ტო?
თვითონ განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი
ხელფასის მომატებას ითხოვდა მგონი კვირაში 60ათასამდე და რო არმოუმატეს მაგიტომ არგააფორმა!! არადა წასვლის წინა სეზონშიც საუკეთესო ცენტრი იყო, კერიკი-ფლეტჩერებს მაშინვე ჯობდა, უბრალოდ ფერგი ბოლო დროს აღარაძლევდა ახალგაზრდებს შანსს!! ქლევერლი-ველბეკიც დიდხანს აყურყუტა დუბლებში და ბოლოს ის პროგრესი ვეღარ განიცადეს!! და მოიესი რომ არა იანუზაიც ისევ დუბლებში დარჩებოდა!!
ეხლა კი ვგიჟდები ფერეირა რატო არგადმოყავთ ძირითად გუნდში, პსჟ-ს უნდა და იმედია ვერდაგვახევს
"ვალენსიას" მარცხენა მცველი ხოსე გაია, სამეფო კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.
Marca-ს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერეს ფლორენტინო პერესი იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, გაიას მიმართ სიმპატია პრიმერა დივიონის ეგიდით "ღამურებთან" თამაშში გამოვლინდა, როცა პერესი "ვალენსიას" მფლობელთან პიტერო ლიმომთან ერთად "მესტალიაზე" თამაშს ადევნებდა თვალ-ყურს.
"ბლანკოსის" პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თამამად განაცხადა, რომ ხოსე გაიას "გათეთრება" ძალიან მოკლე დროში უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.
Marca
---------------------------------------------------------------------------------------
ღამურების მარცხენა მცველი მაგრად მომწონს და თვალი მაქვს მეც კაიხანია დადგმული,თან ესპანელია.
ჯერ სევილიას ალბერტო მორენო დავკარგეთ და ახლა ამ ბიჭის დაკარგვა ძალიან გამიტყდება...
მართაც თუ წრაფად არ ვიმოქმედებთ გაიას დავკარგავთ,ის ძალიან ახლოს დგას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.
ასევე ფაქტიურად გამორიცხულია პაკო ალკასარის ტრანსფერიც,მან უკვე გააგრძელა კონტრაქტი ახლა მისი კლაუსულა უკვე 80 მილიონ ევროს შეადგენს!
კაპიტანი ტახმაგიდო
რონალდინიოზე დიდი ტინგიცა შეიძლება არავინ არიყო, მაგრამ მესის დრიბლინგს ეგ ტინგიცი მერჩივნა... დეკუ-რონალდინიო-ეტოოს ბარსა უფრო სანსახაობრივი იყო ვიდრე ხავი-ინიესტა-მესის ბურთის კონტროლი და არანაირი ფინტი და როგორც შენ იტყვი ტინგიცობა!! პირველი სამეულის ყურება არმოგბეზრდებოდა, ვერგანსაზღვრავდი წინასწარ რას გააკეთებდნენ, მეორე სამეულის კი იცი ბურთის გორაობა, გორაობა და კიდე გორაობა!!
ჭკვიანურ პასებს ბრძოლა, ფინტები და შორეული დარტყმები უნდა ახლდეს თორე მივიღებთ ერთფეროვან გუნდს, როგორიც ბავარია გახდა... ჰაინკესის ბავარია იყო სასწაული, თამაშის გამოტოვება არმოგინდებოდა და გვარდიოლამ ისევ ბურთის კონტროლზე გაუმახვილა ყურადღება და აღარ არის ის აგრესია და ის რიტმი რაც იყო!! შეიძლება გავუშვა, მაგრამ მეტს გავიტან ეგ არის, რომც აგებდე მაშინაც თამაშის დაწყნარება უკვე მომაბეზრებელია!!
ეს სატანა რიცხვი მოვაშორო 667 კომენტარი უცებ
მესიზე ამბობდნენ უდიდესი ტალანტიო ბოლოს რო მახსოვს და გაამართლა თან როგორ.ეხლა ამაზეც ამბობენ.ისე კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველა "ნიჭიერია" პერსპექტივაში.ამაზე იმხელა აჟიოტაჟია რო საინტერესოა
ოდეგგარდი ძალიან გავს რონალდუს თამაშის სტილი, რონალდუც ეგეთი იყო რო იწყებდა კარიერას. ასეთივეა ესეც, მაგარია მარა ბურთზე ტინგიცი უყვარს, ბურთზე ტინგიცი კიდე ნიჭიერება არაა stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Smi8jvNixL8')>0?' https://www.youtube.com/watch?v=Smi8jvNixL8':' https://www.youtube.com/watch?v=Smi8jvNixL8')) ოდეგაარდი.
ეს კი ჰალილოვიჩი, სუფთა მესია თამაშის სტილით, დამეთანხმეთ რო გაჭრილი ვაშლივით გავს stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=zJmQsP9e_qs')>0?' https://www.youtube.com/watch?v=zJmQsP9e_qs':' https://www.youtube.com/watch?v=zJmQsP9e_qs'))
ორივე ძალიან კარგია ტინგიც რაც შეეხება თვითონ ტინგიცი ნიჭიერებაა არაა სიტყვიდან გამომდინარე მაგრამ როცა ბურთს შენს ჭკუაზე ატარებ და ემაიმუნები ეს ნიჭიერებაა
თუ ნიჭი არაა იგივე არამგონია შენ ან თუნდაც მე გავაკეთოთ
)) შედარებაც ამას ქვია