კალათბურთი

1:10 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 15 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში „იბეროსტარ ტენერიფე“ „ნიმბრუკს“ ესტუმრა და 78:68 იმარჯვა. თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ მთლიანობაში ესპანელები უპირატესობას ფლობდნენ, ოთხივე პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 10-ქულიანი უპირატესობით მორიგი გამარჯვება იზეიმეს.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21:59 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს სტყორცნებში უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, მარგი ქმედების კოეფიციენტის გაცილებით კარგი მაჩვენებელი ექნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში 10 შეადგინა.

ვთქვათ ისიც, რომ დაგროვებული ქულების რაოდენობით (15) გიორგი მხოლოდ თანაგუნდელ ლაჰოუ კონატეს ჩამორჩა (17 ქულა) და სწორედ ის გახდა მატჩის MVP.

„იბეროსტარ ტენერიფე“ C ჯგუფში ჩინებულად ასპარეზობს და ჩატარებული ოთხი მატჩიდან ყველა მოიგო. შესაბამისად, ჯგუფში პირველ პოზიციაზეა. მომდევნო ტურში კი 13 ნოემბერს, თურქულ „გაზიანთეფს“ უმასპინძლებს.

0.118513