ჩოგბურთი

0:52 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოპერაციისთვის ემზადება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოპერაციისთვის ემზადება. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამში გამოაქვეყნა.

„ხვალ ვიკეთებ (უკვე დღეს - ავტ) ოპერაციას მარჯვენა იდაყვზე. იმედია, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შემდგომ თამაშს თავისუფლად შევძლებ“, - წერს ბასილაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ ჯერ ცნობილი არ არის თარიღი თუ როდის მოახერხებს 27 წლის ჩოგბურთელი კორტზე დაბრუნებას.

0.148779